| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) –საქონლის
რეგისტრირებული ექსპორტი Q3/2021 -ში წლიურად (Y.Y) 21.9%ით გაიზარდა.
2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 15.8%-ით მაღალი იყო. საქონლის ექსპორტი რეგიონის ქვეყნებში არსებითად გაიზარდა. 2021 წლის მესამე კვარტალში რუსეთში ექსპორტის ზრდას ყველაზე დიდი წვლილი (წლიურად 4.7 პპ) ჰქონდა, რაც უმეტესად ფეროშენადნობებსა დაღვინოებზე მოთხოვნის მატებამ გამოიწვია. აზერბაიჯანში მსუბუქი ავტომობილებისა და სატელეფონო აპარატების ექსპორტმა მოიმატა. თურქეთში ექსპორტის ზრდა ფეროშენადნობებისა და შავი ლითონების ჯართის გაყიდვების მატებით იყო განპირობებული. სებ-ი მპ ანგარიშში ევროკავშირის ქვეყნებიდან გამოყოფს იტალიას. სადაც კაკლის და თხილის ექსპორტის მნიშვნელოვანი მატებაა.
დანარჩენი ქვეყნებიდან გამოსარჩევია ჩინეთიდან გაზრდილი მოთხოვნა (4.3 პპ წვლილი ექსპორტის ზრდაში) სპილენძის მადნებსა და კონცენტრატებზე.
საქონლის ექსპორტის მატება უმეტესად შუალედური და სამომხმარებლო სახის საქონელზე საგარეო მოთხოვნის მაღალმა ზრდამ გამოიწვია, ხოლო საინვესტიციო საქონლის ექსპორტის მატებამ მცირე წვლილი შეიტანა მთლიანი ექსპორტის ზრდაში
სამომხმარებლო საქონლის ექსპორტის მატებაში ყველაზე დიდი წვლილი მსუბუქი ავტომობილების, ხოლო შუალედური მოხმარების საქონლის ექსპორტში ფეროშენადნობების ექსპორტმა შეიტანა. საინვესტიციო საქონლის ექსპორტში წამყვანი ადგილი სამშენებლო მანქანების ჯგუფმა დაიკავა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss