| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი
(GBC) -
Tav Georgia-ს ინფორმაციით,
Covid-19 რეგულაციების გამო, თბილისისა და ბათუმის აეროპორტებიდან საზღვარგარეთ გამგზავრებისას,
მგზავრი ვალდებულია, აეროპორტში რეგისტრაციისას წარადგინოს მიმღები ქვეყნის მიერ მოთხოვნილი,
შევსებული სპეციალური ელექტრონული ფორმა.
ე.წ
Passenger Locator Form-ში მითითებული უნდა იყოს პასპორტის მონაცემები, დროებითი ან
მუდმივი საცხოვრებელი მისამართი და სხვა დამატებითი ინფორმაცია.
Tav Georgia აცხადებს, რომ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების, კერძოდ
TAV Georgia-ს მომსახურებაში არ შედის მგზავრისთვის აღნიშნული სარეგისტრაციო ფორმის
შევსება.
შესაბამისად, აეროპორტების ოპერატორი კომპანია იხსნის ვალდებულებას, აეროპორტების ტერიტორიაზე სხვა კომპანიის მიერ გაწეული ზემოთ აღნიშნული მომსახურების შინაარსსა და საფასურზე.
უცხო
ქვეყანაში შესვლის რეგულაციები იხილეთ ლინკზე - https://www.geoconsul.gov.ge/ka/newsFeed/nId/292
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss