| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საგადასახადო კოდექსში ცვლილებით დღგ-სგან გათავისუფლებულის 2 500 -მდე კომპანია შეღავათიან რეჟიმში რჩება. ეკონომიკური სუბიექტებიდან, რომლებიც 2008 აგვისტოს შემდეგ საქმიანობდნენ, უმეტესობამ ისარგებლა კანონით გათვალისწინებული აღნიშნული შეღავათით, თუმცა სხვა პრობლემებიდან გამომდინარე ამ შეღავათით სარგებლობა პრაქტიკულად დღემდე გაგრძელდა.
„პრაქტიკაში წარმოიშვა შემდეგი პრობლემა, დიდი ხნის წინ დაწყებული და გაჩერებული შენობები კონსტრუქციული არამდგრადობიდან გამომდინარე, საექსპერტო დასკვნის საფუძველზე ექვემდებარებიან დემონტაჟს და იმავე ადგილას იმავე პროექტით მშენებლობის განხორციელებას. ეს კი უკვე ახალი მშენებლობის ნებართვად მიიჩნევა.
ასეთ შემთხვევაში, ვეღარ ხდება
საგადასახადო კოდექსის 309 მუხლის 79-ე ნაწილით გათვალისწინებული შეღავათით
სარგებლობა (რადგან ახალი მშენებლობის ნებართვა გაიცემა უკვე დღეს, ანუ 2008 წლის
8 აგვისტოს შემდეგ). რეალურად, კი მშენებლობა ისევ იმავე ადგილას ხორციელდება და
დემონტაჟიც უნდა განხორციელდეს იმიტომ, რომ მისი არსებული მდგომარეობა საფრთხის
შემცველია და არ შეიძლება სამუშაოების გაგრძელება. რამდენიმე პროექტზე შენობა-ნაგებობის დემონტაჟის და მის ადგილას
ახალი მშენებლობის განხორციელების აუცილებლობა უკვე წარმოიშვა, განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია ეს „ცენტრ პოინტთან“ მიმართებაში და არ არის გამორიცხული სხვა
შემთხვევაშიც გახდეს საჭირო
საზოგადოებრივი უსაფრთხოებიდან გამომდინარე.
საუბარია რამოდენიმე ობიექტზე, თუმცა
დაზარალებულთა რაოდენობა საკმაოდ ბევრია. იმისთვის, რომ ინვესტორმა დაასრულოს ეს
მშენებლობები და ის არ მოექცეს დამატებით ფინანსურ წნეხში, სწორედ ამიტომ ხორციელდება აღნიშნული
ცვლილება“, - განაცხადა მომხსენებელმა მაია ბითაძემ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss