ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მთავრობა პროგნოზს 10%-მდე ზრდის
5 ნოემბერი, 2021, 15:50
მთავრობა პროგნოზს 10%-მდე ზრდის

თბილისი (GBC) - პარლამენტში 2022 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსია შევიდა.  კანონპროექტში თავდაპირველი ვერსიიდან განსხვავებით, არის მთელი რიგი ცვლილებები, მათ შორისმიმდინარე წლის (2021 წლის) ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 9.5%-დან გაზრდილია 10%-მდე და მთლიანი შიდა პროდუქტი ნომინალურ გამოსახულებაში აღწევს 65 მლრდ. ლარს

მთავრობამდე ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედა ეროვნულმა ბანკმა და მათი პროგნოზითაც მიმდინარე წელს ზრდა 10% იქნება, თუმცა აღსანიშნავია რომ არცერთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი (IMF, ADB, Fitch, WB) საქართველოში ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას არ ელის.

 2022  წლისთვის ეკონომიკური ზრდა შენარჩუნებულია 6%-ის ოდენობითდეფიციტი ასევე შენარჩუნებულია 4.4%-ის ნიშნულზემთავრობის ვალი 52.2 %-ია.

 არის საინტერესო ცვლილებები ასიგნებების ნაწილში და მთელი რიგი მხარჯავი სუბიექტების მიმართებაში გვაქვს დაფინანსებების ზრდა. გადამუშავებულ ვერსიაში გათვალისწინებულია პირველადი ვერსიის განხილვის პროცესში პარლამენტში გამოთქმული შენიშვნების და წინადადებების ნაწილი.  მომავალ კვირაში, კომიტეტის სხდომაზე დეტალურად განვიხილავთ სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის გადამუშავებულ ვერსიას“, - ამბობს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები