ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მცხობელები პურის გაძვირებას ელიან
5 ნოემბერი, 2021, 21:18

თბილისი (GBC) - პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარის მალხაზ დოლიძის განცხადებით, ახალ წლამდე პური არ გაძვირდება, თუმცა მომავალი წლიდან ფასები შესაძლოა 5-10 თეთრით გაიზარდოს.

„ტონა ხორბლის ფასი ბოლო ერთ კვირაში საერთაშორისო ბაზრებზე $320-დან $350 მდე გაიზარდა. იზრდება ყველა იმ კომპონენტის ფასიც, რაც პურის მისაღებადაა საჭირო. შესაბამისად, არაა გამორიცხული, რომ პურის ფასი შეიცვლება, თუმცა არა დრამატულად. შემიძლია ვთქვა, რომ უახლოეს მომავალში არ ვპროგნოზირებ პურის გაძვირებას“,- განაცხადა დოლიძემ.

მისი თქმით, არსებულ სიტუაციაში ერთადერთი სწორი გამოსავალი ხორბლის ადგილობრივი წარმოების გაზრდაა. დოლიძის შეფასებით, პრობლემას ქმნის ის გარემოებაც, რომ რუსეთმა ხორბალზე საბაჟო გადასახადი $67 დოლარამდე გაზარდა და შესაბამისად ამან ფქვილის ფასიც გაზარდა. დოლიძის ინფორმაციით, დღეისათვის 1 ტომარა პირველი ხარისხი ფქვილი საქართველოში 72 ლარი, ხოლო უმაღლესი ხარისხის 90 ლარი ღირს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები