ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ეთნო ტაბლა - ტურიზმის მხარდასაჭერად
9 ნოემბერი, 2021, 18:10
ეთნო ტაბლა - ტურიზმის მხარდასაჭერად

თბილისი (GBC) - კაფე „სკაუტ გარდენი“, რუსთავი, ქვემო ქართლი - 9 ნოემბერს, 12:00 საათზე, USAID-ის პროექტმა „ზრდა საქართველოში“ საქართველოს გასტრონომიის ასოციაციასთან და ქვემო ქართლის რეგიონალური განვითარების სააგენტოსთან ერთად წარადგინა კულინარიული წიგნი „ეთნო ტაბლა“, რომელიც გთავაზობთ რეცეპტებს ქვემო ქართლის მულტიკულტურული სამზარეულოდან.

 

ახალი კულინარიული წიგნის პრეზენტაციას დაესწრნენ USAID/საქართველოს ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორი, მარიკა ოლსენი, ქვემო ქართლის გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი, საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის პრეზიდენტი დალილა ცატავა და ლევან ქოქიაშვილი და USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ ხელმძღვანელი ქეთევან ჭუმბურიძე.

 

წიგნი, რომელიც USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ დახმარებით გამოიცა, ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების (სომხები, აზერბაიჯანელები, ასირიელები, ბერძნები, გერმანელები და ა.შ.) მიერ შემუშავებული 30-მდე კერძის რეცეპტს აერთიანებს და ხელმისაწვდომია ქართულ და ინგლისურ ენებზე. წიგნი გაიყიდება ადგილობრივ წიგნის მაღაზიებში და იქნება შემოსავლის დამატებითი წყარო ქვემო ქართლის რეგიონალური განვითარების სააგენტოსვის, რაც მათ რეგიონში სხვადასხვა საინტერესო აქტივობების განხორციელებაში დაეხმარება.

 

„ეთნო ტაბლა“ USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ მიერ შემუშავებული და გამოცემული კულინარიული წიგნების სერიის მეხუთე გამოცემაა, ხოლო გამოცემებს შორისაა: „მესხური ტაბლა“, „კოლხური ტაბლა“, „თუშური ტაბლა“ და „ქისტური ტაბლა“. წიგნების მიზანია საქართველოს სხვადასხვა რეგიონების ტრადიციების, ადათებისა და სამზარეულოს შესახებ ცნობიერების ამაღლება და შედეგად ქვეყანაში ტურიზმის პოპულარიზაცია შიდა და საერთაშორისო ტურისტულ ბაზრებზე.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები