| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოში
საწარმოთა 63% სოციალურ მედიას არ იყენებს. საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს საწარმოები
ძირითადად იყენებდნენ სოციალური მედიის ისეთ სახეებს, როგორიცაა სოციალური ქსელი
(Facebook, Linkedin და ა.შ.) – 28.5 პროცენტი, ხოლო საწარმოთა 62.8 პროცენტი საერთოდ
არ იყენებდა სოციალური მედიის საშუალებებს.
კვლევის
დროს, საწარმოთა 4.1 პროცენტს ჰქონდა საქონლისა და მომსახურების ვებ გაყიდვები,
რომელთა 81.0 პროცენტს შეადგენდა გაყიდვები კერძო მომხმარებლებზე, 16.8 პროცენტს -
გაყიდვები სხვა საწარმოებზე და 2.2 პროცენტს
გაყიდვები საჯარო სექტორზე.
2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საწარმოებში დასაქმებულთა
32.7 პროცენტი იყენებდა საწარმოს კუთვნილ პორტატულ კომპიუტერს ან სმარტფონს, რომელიც
უზრუნველყოფდა ინტერნეტთან კავშირს (მხოლოდ საწარმოს მიზნებისთვის), ხოლო იმ საწარმოთა
პროცენტული წილი, რომლებიც იყენებდნენ ვებ-გვერდს ან ვებ-საიტს, განისაზღვრა 19.7 პროცენტით.
სამიზნე საწარმოთა ვებ-გვერდებს ან ვებ-საიტებს გააჩნდათ შემდეგი ტიპის შესაძლებლობები/საშუალებები:
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss