| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - კომპანია "ანიგოზი" მომავალი წლიდან კაკლის ექსპორტზე გატანას გეგმავს.
საწარმოს წარმადობა 500 ტონა კაკლის გადამუშავებაა. წელს საწარმომ პირველი ნედლეული კახეთის, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის რეგიონების ფერმერებისგან მიიღო და 110 ტონა კაკალი გადაამუშავა. ამ ეტაპზე, კომპანია წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას შიდა ბაზარზე გეგმავს.
საწარმოში 15 ადგილობრივია დასაქმებული. სეზონურად, აქტიური მუშაობის პერიოდში კი, მათი რიცხვი 30-მდე იზრდება.
საწარმოს დირექტორის ანა ქევხიშვილის თქმით, მომავალი წლიდან, გაფართოვდება ნედლეულის მიმწოდებელი რეგიონების არეალი, გასამმაგდება გადამუშავებული პროდუქციის მოცულობა და, შესაბამისად, გაიზრდება საექსპორტო პოტენციალი. საწარმოში დაინერგება ხარისხის საერთაშორისო სტანდარტი, რაც კიდევ უფრო გაზრდის ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობას.
₾2.503 მლნ-იანი ინვესტიციით კომპანიამ კაკლის გადამამუშავებელი საწარმო გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში გახსნა.ინვესტირებული თანხიდან 600 000 ლარი სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია, 1.5 მლნ ლარი - შეღავათიანი აგროკრედიტი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss