ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
საქართველოს ბანკის ახალი პროდუქტი დამწყები ბიზნესითვის
12 ნოემბერი, 2021, 17:13
საქართველოს ბანკის ახალი პროდუქტი დამწყები ბიზნესითვის

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკმა ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში ახალი პროდუქტი დანერგვაზე განაცხადა. „სესხი დამწყები ბიზნესისთვის“ წარუდგინა, რომელიც განვითარების საწყის ეტაპზე მყოფი ბიზნესების ხელშეწყობისთისაა.

პროდუქტის გამოყენება როგორც ახალი საქმიანობის წამოსაწყებად, ასევე 6 თვეზე ნაკლები პერიოდის განმავლობაში მომუშავე საქმიანობის გაფართოვების მიზნითაა შესაძლებელი. ფინანსური რესურსი ხელმისაწვდომია თითქმის ყველა ბიზნეს მიმართულების წარმომადგენლისთვის.

რაც მთავარია, პროდუქტი სხვა საჭირო ბენეფიტებსაც აერთიანებს, როგორიცაა: უფასო ონლაინ კურსები, რჩევები და შეხვედრები დარგის ექსპერტებისგან, ექსკლუზიური ბიზნეს-შეთავაზებები. ამასთან, პირველი 12 თვის განმავლობაში, მომხმარებელი შეღავათიანი ტარიფით შეძლებს ისარგებლოს ბიზნესპაკეტის ისეთი სერვისებით, როგორიცაა: ავტომატური გადახდები და გადარიცხვები, შეტყობინებები, ბიზნეს ინტერნეტბანკი, ციფრული ბარათი და სხვ.

ვრცლად აღნიშნული პროდუქტის შესახებ აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით: https://bit.ly/3F5kZt7

„საქართველოს ბანკის ახალი პროდუქტი მათთვისაა, ვინც საკუთარი ბიზნეს იდეების განხორციელებას ახლა იწყებს. აღნიშნული პროდუქტით, ჩვენი მიზანია მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მომხმარებელს ბიზნესის საწყის ეტაპზე გამოწვევების გადალახვაში; მივცეთ მოტივაცია, განახორციელონ საკუთარი ჩანაფიქრები და მივაწოდოთ ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირო ინფორმაცია საქმიანობის გასავითარებლად. გარდა საჭირო ფინანსურ რესურსზე წვდომისა, მომხმარებელი ასევე შეძლებს ისარგებლობს უფასო სასწავლო კურსებით თუ ექსპერტული რჩევებით, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: კორპორაციული ფინანსები, საქართველოში არსებული გადასახადები,  მარკეტინგული კვლევები, კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები და სხვ. ამ და სხვა პროექტებით, საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას. გვჯერა, რომ მსგავსი სიახლეები დადებითად აისახება  ადგილობრივ ბიზნეს-გარემოზე და ქვეყნის ეკონომიკაზე“, - განაცხადა საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მერაბ ახვლედიანმა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები