| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საპორტე სექტორის გაციფროვნება და "ერთი ფანჯრის პრინციპის" დანერგვა - ამას ითვალისიწნებს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სტრატეგია.
საზღვაო ტრანსპორტის სექტორში არსებული გეგმები საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ელჩს, მარკ კლეიტონსა და სამხედრო ატაშეს, ტონი ბრუმველს გააცნო.
ელჩმა "ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრში" თანამედროვე სიმულატორებით აღჭურვილი 13 ლაბორატორია დაათვალიერა და საზღვაო სასწავლებლის მიერ ერთი წლის განმავლობაში მიღწეულ შედეგებს გაეცნო.
ფოთის საზღვაო სასწავლებელში მოქმედი მეზღვაურები მაღალი დონის საწვრთნელ კურსებს გადიან. პირველივე წელს ათმა პროფესიულმა საგანმანათლებლო პროგრამამ მიიღო აკრედიტაცია და დღეისათვის დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 300-მდე სტუდენტი სახელმწიფო დაფინანსებით ეუფლება მოთხოვნად პროფესიებს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საზღვაო სასწავლებელი სრულად პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს.
საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის დადებული ორმხრივი მემორანდუმის საფუძველზე ქართველ მეზღვაურებს წარმატებით შეუძლიათ დასაქმდენენ გაერთიანებული სამეფოს დროშების ქვეშ მცურავ სავაჭრო ფლოტში.
თამარ იოსელიანმა ბრიტანეთის ელჩსა და სამხედრო ატაშეს ფოთის საზღვაო ნავსადგური და ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss