ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
კოდისწყაროში ინოვაციური საწარმო გაიხსნა
16 ნოემბერი, 2021, 15:21
კოდისწყაროში ინოვაციური საწარმო გაიხსნა

თბილისი (GBC) - საპარტნიორო ფონდის“პროგრამამ ,,სტარტაპ-საქართველო“და USAID-ის პროექტმა ,,ზრდა საქართველოში“ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარედ, კასპის სოფელ  კოდისწყაროში მეორადი საავტომობილო ზეთების გადამამუშავებელი საწარმო  „საქართველოს უნივერსალური ჯგუფი“ გახსნეს

საწარმოს მშენებლობა USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ და ,,საპარტნიორო ფონდის““ პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ თანადაფინანსებით 2020 წელს დაიწყო. საწარმო ოფიციალურად გახსნეს  საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, USAID/საქართველოს მისიის  დირექტორმა, პიტერ ვიბლერმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა,   პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ დირექტორმა, გიორგი ლომიძემ და USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“  ხელმძღვანელმა, ქეთევან ჭუმბურიძემ.

ეს არის პირველი საწარმო საქართველოში, რომელიც ინოვაციური „მოლეკულური დაშლის“ მეთოდით გადაამუშავებს მეორად ზეთს და აწარმოებს 4 ტიპის სხვადასხვა პროდუქტს (დიზელის საწვავი, მაზუთი/ბიტუმი თხევადი ფრაქციით, მაღალ-ოქტანური ბენზინი და მეთანის გაზი). წარმოებისთვის გამოყენებული იქნება ადგილობრივი ნარჩენები და რეალიზაციის ძირითადი ბაზარი  საქართველო იქნება. საწარმოში საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება და  ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს .

„სწორედ აღნიშნული ტიპის გადამამუშავებელი  საწარმოები არის ქვეყანაში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების ერთერთი მთავარი ფაქტორი .მოხარული ვარ რომ კერძო სექტორი სახეწლმწიფოსა და USAID-თან ერთად ქმნის ასეთი ტიპის საწარმოს საოკუპაციო ხაზთან ახლოს, რაც ვფიქრობ სტიმულის მიმცემი იქნება ამ დარგის სამომავლო განვითარებისთვის საქართველოში“-აღნიშნა სტარტაპ-საქართველოს დირექტორმა გიორგი ლომიძემ.

 USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“  პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში ხუთი სტარტაპ პროექტი დაფინანსდა. აღნიშნული პროექტების განხორციელებისათვის გაწეულმა ინვესტიციამ სამ მილიონ  ლარამდე შეადგინა. 



მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები