| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - „აგრო სოლუშენსი“ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და REC Caucasus-ის მხარდაჭერით გარემოსდაცვითი ცნობიერების ასამაღლებელ პროექტს - “ესაუბრე ბუნებას - Talk to Nature ” ახორციელებს.
„ესაუბრე ბუნებას“ ინოვაციურ იდეათა კონკურსის, „გრინოვეიშენის“ გამარჯვებულია,
რომელიც GIZ-ის პროგრამის „ეკოსერვის“ (ECOserve) – ის ფარგლებში ჩატარდა.
პროექტის გახსნითი ღონისძიება
შაბათს, 20 ნოემბერს, 13:00 საათზე, მზიურის პარკში გაიმართება.
მოდი, დაასკანერე და იფიქრე! - ამ დევიზით,
მზიურის პარკში არსებულ ხეებზე QR კოდები განთავსდება.
QR კოდების მეშვეობით მოქალაქეები გაეცნობიან ინფორმაციას გარემოსდაცვითი გამოწვევების შესახებ: კლიმატის
ცვლილების უარყოფითი ზეგავლენა, ნარჩენების გადამუშავების საკითხები, როგორ გამოვიყენოთ
ალტერნატიული ენერგორესურსები და მივაღწიოთ ენერგოეფექტურობას.
QR კოდებში არსებული ინფორმაციები თემატურია და მოიცავს:
o
ჰაერის დაბინძურებას საქართველოში
o
წყლის დაბინძურება და წყლის რესურსები საქართველოში
o
წითელი ნუსხის სახეობები
o
მწვანე საფარი თბილისში
o
დაცული ტერიტორიები
o
ენერგოეფექტურობა
o
ალტერნატიული ენერგო რესურსები
QR კოდები ეტაპობრივად გამოჩნდება თბილისის სხვადასხვა სკვერებსა და პარკებში, რათა საზოგადოების მაქსიმალურად ფართო წრემ შეძლოს გაიგოს ქვეყანაში არსებული მძიმე გარემოსდაცვით პრობლემების შესახებ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss