ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ბუცხრიკიძე: გაზრდილი კაპიტალით საშუალოვადიანი ზრდა დაფინანსდება
მარიამ მინაძე
19 ნოემბერი, 2021, 18:42
ბუცხრიკიძე: გაზრდილი კაპიტალით საშუალოვადიანი ზრდა დაფინანსდება

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, მიმდინარე წლის 4 ნოემბერს სუბორდინირებული ობლიგაციები გამოუშვა $75 მლნ-ის მოცულობით, რაზეც სოლიდური მოთხოვნა  ევროპელი, ბრიტანელი და ამერიკელი ინვესტორების მხრიდან იყო.

ეს კი ბუცხრიკიძის თქმით, ხაზს უსვამს ინვესტორების ძლიერ აპეტიტს TBC-ის საკრედიტო ისტორიისადმი.

პირველი დონის, AT1 კაპიტალის გამოშვება საშუალებას მისცემს ბანკს შეინარჩუნოს ეფექტური კაპიტალის სტრუქტურა და ძლიერი კაპიტალის ბაზა, რათა დააფინანსოს საშუალოვადიანი ზრდის შესაძლებლობები.

ამავე დროს ბუცხრიკიძის თქმით, ობლიგაციების გამოშვება საშუალებას მისცემს მათ შეინარჩუნონ მყარი ზრდა და გონივრული და ოპტიმალური კაპიტალის სტრუქტურა მარეგულირებელ მოთხოვნებთან მიმართებაში.

30 სექტემბრის მდგომარეობით, CET 1 CAR-ის მარეგულირებლის მოთხოვნა 11.3% იყო, როცა TBC-ს მაჩვენებელი 13.4% იყო, Tier 1-ის მოთხოვნა 13.5% იყო, ფაქტობრივად კი 15.4%, ხოლო ჯამური კაპიტალის მოთხოვნა 17.9% იყო, TBC-მ კი პერიოდი 19.3%-იანი მაჩვენებლით ჩახურა.

კაპიტალის შესავსებად გამოშვებული ობლიგაციები მუდმივია, კონკრეტული დაფარვის ვადა არ აქვს, კუპონის განაკვეთი კი 8.9%-ია. თავდაპირველად ბანკი $100 მლნ-ის გამოშვებას გეგმავდა, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ $75 მლნ გამოუშვა.

30 სექტემბრის მდგომარეობით, TBC-ის სუბორდინირებული სესხების მოცულობა 636.1 მლნ ლარი იყო (-6.8%/y.y). 

შეგახსენებთ, სექტემბერში TBC-მ 1.5 ლარის ოდენობით, შუალედური დივიდენდი გადაიხადა, ჯამურად 81.8 მლნ ლარის ოდენობით. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები