ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკი მსოფლიოში საუკეთესოდ დასახელდა
22 ნოემბერი, 2021, 10:43
 თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკი მსოფლიოში საუკეთესოდ დასახელდა

თბილისი (GBC) - ავტორიტეტულმა ფინანსურმა გამოცემამ Global Finance-ი თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკი 2021 წელს მსოფლიოში საუკეთესოდ დაასახელა.

საქართველოში ბიზნეს ინტერნეტბანკი პირველად 2012 წელს სწორედ თიბისიმ შექმნა და დღემდე იგი არის საუკეთესო სერვისის მიმწოდებელი ბანკი ბიზნესისთვის. თავისი არსებობის მანძილზე ბიზნეს ინტერნეტბანკი არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა სხვადასხვა კატეგორიაში.

„თიბისის მიზანია გაუმარტივოს ადამიანებს და ბიზნესებს ცხოვრება. სწორედ ამ მიზნის შესასრულებლად გაერთიანდა ჩვენი გუნდი, რომელსაც ამოძრავებს ამბიცია, რომ საუკეთესო და ხარისხიანი მომსახურება შევთავაზოთ მომხმარებელს. ამის დამსახურებაა, რომ ჩვენ ყოველდღიურად ვაუმჯობესებთ ინტერნეტ და მობაილ ბანკის სერვისებს და ჩვენ მიერ დანერგილი მომსახურების სტანდარტები სრულად შეესაბამება ჩვენს სტრატეგიას - ციფრულ ტრანსფორმაციას. Global Finance-ის ჯილდო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თიბისიბიზნეს ინტერნეტბანკი ლიდერია არა მხოლოდ საქართველოსა და რეგიონში, არამედ ახლა უკვე მსოფლიოშიც. მადლობას ვუხდი გუნდს, რომელმაც დაუღალავი შრომით საუკეთესო შედეგები მოუტანა თიბისის,  - ვახტანგ  ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი. 

თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანია, მუდმივად იკვლევს და სწავლობს, რა მომსახურება სჭირდება ბიზნესს მათი ყოველდღიური ოპერაციების კიდევ უფრო გასამარტივებლად. ეს აღნიშნული ჯილდო ამ მუდმივი გაუმჯობესების და მომხმარებელზე ზრუნვის შედეგია.

წელს  თიბისიმ Global Finance-ის კიდევ რამდენიმე ჯილდო მოიპოვა,  თიბისის კორპორატიული მობაილ ბანკის აპლიკაცია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში 2021 წელს საუკეთესოდ დასახელდა. თიბისი, ასევე, აღიარეს ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად და საუკეთესო ინტეგრირებულ ბანკად ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში; ასევე თიბისი დასახელდა საუკეთესო ონლაინ პორტალად ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.

თიბისიმ 2019 წელსაც მოიპოვე მსოფლიო აღიარება, როდესაც GLobal Finance-მა თიბისის მობაილბანკი საცალო სეგმენტისთვის მსოფლიოში საუკეთესოდ დაასახელა. 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები