ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
თაღლითები დარკნეტზე ვაქცინირებულის ევროსერთიფიკატს $300 -ად გვთავაზობენ
22 ნოემბერი, 2021, 15:44
თაღლითები დარკნეტზე  ვაქცინირებულის ევროსერთიფიკატს $300 -ად გვთავაზობენ

თბილისი (GBC) - კასპერსკის ლაბორატორიამ“  შეისწავლა რამდენიმე  ჩრდილოვანი საიტი და აღმოაჩინა შეთავაზებები ევროპული ტიპის კოროვირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ელექტრონული სერთიფიკატების შესაძენად: რეკლამაში მოცემული დოკუმენტის ყიდვს გვთავაზობენ საშუალოდ 300 აშშ დოლარად.

კომპანიის ექსპერტების თქმით, თაღლითები ირწმუნებიან, რომ მომხმარებლის მონაცემები შეძენის შემთხვევაში შეიტანება მონაცემთა ბაზაში და მას მიენიჭება უნიკალური QR კოდი. მყიდველს შეუძლია აირჩიოს ვაქცინაციის ქვეყანა და ვაქცინის მწარმოებელი: AstraZeneca, Pfizer, Johnson & Johnson ან Moderna. თავად სერთიფიკატი, სავარაუდოდ, გაცემულია აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს რეკლამები ძირითადად მიზნად ისახავს მომხმარებლებისგან  ფულის მარტივი ხერხით  გამოძალვას.

პირობას დებენ,  რომ სერთიფიკატს გამოუგზავნიან ელექტრონული დოკუმენტის ფორმატში QR კოდით და ყველა მონაცემით. გამყიდველები ირწმუნებიან, რომ დოკუმენტის ავთენტურობა შეიძლება შემოწმდეს ოფიციალური აპლიკაციების გამოყენებით,ისეთებით როგორიცაა CovPass, CovidCheck, CoronaWarn. ზოგიერთ შემთხვევაში, მითითებულია, რომ გადახდა მიიღება ნებისმიერი  კრიპტოვალუტით. რეკლამები გვხვდება როგორც ინგლისურ, ასევე რუსულ ენებზეც.

„თავდამსხმელები უკვე დიდი ხანია ცდილობენ ფულის გამომუშავებას სხვადასხვა გზით, იქნება ეს პანდემია, შეზღუდვები  თუ ვაქცინაციის თემა. ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მარტში ვნახეთ რეკლამები COVID-19-ის უცხოური ვაქცინების გაყიდვის შესახებ. მოგვიანებით ამ თემისადმი ინტერესი საგრძნობლად შემცირდა. ახლა კიბერდამნაშავეები ცდილობენ ხელი მოითბონ ადამიანთა მისწრაფებაზე -  გადაადგილდნენ მსოფლიოში უფრო თავისუფლად, რადგან ზოგიერთ ქვეყანაში შემოსვლის შეზღუდვებია მიღებული  შესაბამისი დოკუმენტები არ მქონე პირებისთვის.  როგორც არ უნდა იყოს, ჩვენ კატეგორიულად გირჩევთ არ შეიძინოთ რაიმე საქონელი ჩრდილოვან პლატფორმებზე. სავარაუდოდ, ასეთი რეკლამები არის ბანალური თაღლითობა  ხალხისგან ფულის გამოტყუების მიზნით“,- განმარტავსკასპერსკის ლაბორატორიის კიბერუსაფრთხოების ექსპერტი,  დიმიტრი გალოვი

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები