| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი
(GBC) -
Georgia Capital –ის
(GCAP) განცხადებით, განახლებადი ენერგია და განათლება - ეს მათი მთავარი საინვესტიციო
მიმართულებებია საშუალოვადიან პერიოდში.
მათივე
თქმით, იდენტიფიცირებულია ჯამური წმინდა ინვესტიცია $50 მლნ-ის ოდენობით, GCAP-დან
მომდევნო 3-5 წლის განმავლობაში, სწორედ განახლებადი ენერგიისა და განათლების ბიზნესებში.
აქედან $10 მლნ კი 2021 წელს.
GCAP-ის
თქმით, 2021 წელს ძლიერი ფულადი ნაკადების წარმოქმნის გათვალისწინებით, თანდათან რეინვესტირების
ფაზაზე გადადიან, საინვესტიციო ეტაპზე მყოფი პორტფელის კომპანიებში.
მათ
შორის, საინვესტიციო კომპანიამ 9M21-ში უკვე დახარჯა 17.1 მლნ ლარი, აღნიშნული ორი მიმართულების განვითარებაში.
მ.შ 6.5 მლნ ლარი 3Q21-ში.
მათ
შორის, 3.7 მლნ ლარი გამოიყო განახლებად ენერგეტიკაზე
მილსადენის ჰესების (დარჩი და ზოთი) და ქარის ელექტროსადგურების განვითარებისთვის.
12.8
მლნ ლარი გამოიყო საგანმანათლებლო ბიზნესისთვის - ბაქსვუდის არსებული კამპუსის (საშუალო
სეგმენტი, 3.2 მლნ ლარი) შესაძლებლობების გაფართოებისთვის, მიწის შესყიდვისა და ახალი
კამპუსის მშენებლობისთვის, მწვანე სკოლის არსებული კამპუსის შესაძლებლობების გაფართოებისთვის
(ხელმისაწვდომი სეგმენტი, 5.7 მლნ ლარი) და ქართულ-ავსტრიული სკოლა „ფესვების“ 81%
წილის შეძენისთვის (3.9 მლნ ლარი).
ცნობისთვის,
GCAP-ს აქვს ფესვებიდან
9%-იანი წილის გამოხმობის უფლება (ე.წ Call Option)
2022 წლის აგვისტოდან დაწყებული 12 თვის განმავლობაში.
GCAP-ი ჩვეულებრივ, თავისი ინვესტიციიდან მონეტიზაციას, საწყისი ინვესტირებიდან 5-10 წლის განმავლობაში ელის.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss