| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - სპირტიანი
სასემელების უმსხვილესი ექსპორტიორი „კ და ქართული სპირტი“ წელს 7 მლნ
ლარის დივიდენდებს ინაწილებს. პანდემიურ
2020-ში კი მფლობელებმა (ვახტანგ კარიჭაშვილი
& გიორგი ღამბაშიძე) კაპიტალის (25.7 მლნ ლარი) 14.8% - 3.8 მლნ გაიყვეს. 2019-ის
ბოლოს კი "კ&სპირტი" 26.1 მლნ ლარის კაპიტალით იყო წარმოდგენილი.
სპირტის (80%-მდე) იმპორტიორის 2020-ის მთლიანი მოგება 23.7 მლნ ლარია (2019 – 21.9 მლნ ლარი).
შემოსავლების სამსახურის რეპორტალზე ხელმისაწვდომი ინფორმაციით, კომპანიის ბრუნვა 2020-ში 10%-ით გაზრდილია, 63 მლნ ლარამდე (2019 – ₾ 58 მლნ). მთლიანი აქტივები 2020-ის ბოლოს 60 მლნ ლარს აღწევდა. 10 უმსხვილეს იმპორტიორში, რომელთა ჯამური ბრუნვა 100 მლნ აშშ დოლარამდეა, კომპანია 20%-იანი წილით არის წარმოდგენილი, თუმცა ბიზნესჯგუფი ბაზარზე რამდენიმე კომპანიით ოპერირებს.
"კ და ქართული სპირტის“ ჯგუფში ერთიანდება: შპს GVMT Group; შპს ,,გრუზვინპრომი’’ და მისი მფლობელი შპს ,,ბოლერო და კომპანი’’. ასევე ფოთის პორტის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში სასაწყობე ტერმინალი/ტერიტორია. კომპანიას სპირტი ძირითადად უკრაინა/ რუსეთი/ ყაზახეთი/საფრანგეთში გააქვს.
კომპანიის 80% წილის მფლობელი რუსეთ- საქართველოს
(ორმაგი) მოქალაქე ვახტანგ კარიჭაშვილია, რომელიც
Bolero & Company-ს და ჯიესპი გრუპ-ის მოწილეცაა.
|
შპს Bolero &
Company – 100% |
|
შპს კ და ქართული სპირტი - 80% (გიორგი ღამბაშიძე
20%) |
|
შპს ჯიესპი გრუპ - 12,5 % (რობერტ
ხახალევი -50%; გიორგი ღამბაშიძე 25%; გიორგი
დამენია -12.5%) |
კომპანიები შედის სპირტიანი სასმელების ექსპორტიორთა ტოპ 10 -ში, რომელთა ჯამური ბრუნვა, 2021-ის 10 თვეში 93.7 მლნ აშშ
დოლარია (ექსპორტის რაოდენობა: 25.5 ათასი ტონა). პანდემიურ 2020-ში კი იმპორტირებულია $ 81.3
მლნ-ის 21.4 ტონა.
|
ექსპორტიორთა
ტოპ-10 |
|
შპს ასკანელი ძმები |
|
შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა |
|
სს სარაჯიშვილი |
|
შპს ინტერნეშენალ ტრეიდ კო |
|
შპს კ და ქართული სპირტი |
|
შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა |
|
შპს CAUCASIAN ALCO |
|
შპს ინტერნეშენალ ტრეიდ კო |
|
შპს ჯიესპი გრუპ |
|
შპს კ და ქართული სპირტი |
წყარო: საქსტატი
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss