| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - გელათის სამონასტრო კომპლექსზე, 1 თებერვლამდე კვლევის დასრულების გარდა არაფერი მოესწრება, - უპასუხა კულტურის მინისტრმა დეპუტატ ელისაშვილს. მან ადგილზე იტალიელი სპეციალისტების მუშაობაზე განაცხადა. 90% ალბათობით გელათს სახურავი მოეხსნება, რაც ურთულესია, აღნიშნა მინისრმა. დაზიანებული კედლის მხატვრობა რამდენად აიტანს ვიბრაციას, ამასაც იკვლევს იტალიელების ჯგუფი.
მინსტრის ინფორმაციით, 2022 წლის მაისში ჩაირთვება ახალი სისტემა და ვერცერთ ძეგლს, როგორც გელათს, ოსტატების რეესტრიდან ამონაწერის გარეშე ვერავინ მიეკარება. რეესტრით დასტურდება რომ ესა თუ ის სპეციალისტი ხვითხურო ან კირითხუროა. რეესტრის შექმნისთვის ტარიელ კიპაროიძეს მადლობა გადაუხადა, რომელმაც 2012 წლამდე განდევნილი ოსტატები,: მჭედლები, ხის, ქვის მთლელები დააბრუნა.
წულუკიანის განცხადებით, პრობლემა №1 - გელათის ხარვეზიანი პროექტი, 2012 წლამდე ბევრჯერ შეცვლილი არალარეგილიტიმურად.
"ტაძრის რეაბილიტაცია 2010 წლიდან დაიწყო, სხვადასხვა დაფინანსებით, მათ შორის უცხოელი დონორების, მაგრამ ერთიდაიმავე პირების ჩართულობით, ამ პირებს ვიპოვით სამხატვრო აკადემიაში და თოჯინების თეატრში", - წულუკიანმა თქვა, რომ პროექტის ავტორმა სამხატვროა აკადემიის ყოფილმა კანცლერმა, ტრაპაიძემ თანამდებობა შიმშილობის გრეშე დატოვა. აღნიშნა, რომ პროექტის განხილვისას, ის მუდმივად ჩუმად იყო. ადგილზე საქმიანობდა ხელოვნების საერთაშორიო ცენტრი, მაკა დვალიშვილის ხელმძღვანელობით, რომელმაც წულუკიანი მოატყუა, უთხრა, რომ ცენტრის ფუნქცია მხოლოდ "ფულის მოატანა იყო". თუმცა აღმოჩნდა, რომ 9.3 მლნ-იანი პროექტის ზედამხედველობაც მისი ფუნქცია ყოფილა.
წულუკიანის ინფორმაციით, სამუშაოებს დარღვევებით ასრულებდა ხურცილავას კომპანია. გადახურვის დროებითი სისტემის გაუმართაობის გამო საძირკველში გროვებდებოდა წყალი და ხავსი ეკიდებოდა ქვებს. მოგვიანებით მილები მოწესრიგდა წყალი განერიდა ძეგლის საძირკველს და შრება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss