ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ფეხბურთის დღესასწაული ბათუმში - საჩემპიონო სვლა, ფანების პერფორმანსი
4 დეკემბერი, 2021, 22:43
ფეხბურთის დღესასწაული ბათუმში - საჩემპიონო სვლა, ფანების პერფორმანსი

თბილისი (GBC) - საქართველოს 2021 წლის ჩემპიონებმა ზეიმი ბათუმის ქუჩებში გააგრძელეს

• კლუბის ავტობუსმა რუსთაველის გამზირი ფანების ოვაციების თანხლებით გაიარა

ზეიმი ბათუმში - დინამო ბათუმმა საჩემპიონო ფარი ჩაიბარა

 

საქართველოს 2021 წლის ჩემპიონმა დინამო ბათუმმა მიღწეული წარმატება ზღვისპირა ქალაქის მთავარ გამზარზე, თავის გულშემატკივრებთან ერთად იზეიმა! ისტორიაში პირველი საჩემპიონო ფარის მოპოვების შემდეგ, 4 დეკემბერს, გია გეგუჩაძის გუნდმა ბათუმში, რუსთაველის გამზირზე საჩემპიონო მსვლელობა გამართა. 


მსვლელობის ეპიცენტრი ბათუმში წმ. ბარბარეს ეკლესიიდან დრამატულ თეატრამდე მონაკვეთი იყო. ავტობუსმა, რომლის სახურავზე დინამოელები საჩემპიონო ფარითა და ოქროს მედლებით იმყოფებოდნენ, გზა გულშემატკივრების ოვაციების თანხლებით განვლო. საკლუბო ატრიბუტიკითა და მაშხალებით შეირაღებულმა "პირატებმა" ჩემპიონებს მორიგი პერფორმანსი მოუწყვეს.

მსვლელობა ბათუმის ბულვარის კოლონადებთან დასრულდა, სადაც ზეიმი გალა კონცერტით გაგრძელდა.


დინამო ბათუმმა საქართველოს ჩემპიონობა ისტორიაში პირველად მოიპოვა და და მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. გია გეგუჩაძის გუნდმა ეროვნული ლიგის სეზონი 75 ქულით დაასრულა, ბოლო მატჩში კი თავის საშინაო არენაზე გორის დილასთან ფრედ (2:2) ჩაატარა, რომლის დასრულების შემდეგ საზეიმო ვითარებაში საჩემპიონო ფარი და ოქროს მედლები ჩაიბარა.

 


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები