| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC)- ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიშით, გაისად ₾65 მლრდ -მდე გაზრდილი ეკონომიკის პირობებში, 1 სულ მოსახლეზე მშპ $ 5 500 ლარს გადააჭარბებს. პრემიერის თქმით, პანდემიის მიუხედავად 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში კაპიტალური დანახარჯები არ მცირდება. დაგეგმილია 5.9 მლრდ ლარი (მშპ-ს 9.15).
„ჩვენი პროგნოზით, წლის ბოლოს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე გავალთ, რამაც საშუალება მოგვცა, რომ წელს პირველად დამტკიცებულ ვარიანტთან შედარებით, ბიუჯეტი გაგვეზარდა 1 მილიარდ 310 მილიონი ლარით. ამას გარდა, ვალის შემცირებაც ასევე მოვახერხეთ და 2022 წელს მშპ-სთან მიმართებით, 60%-დან, რომელიც იყო ქვეყნის საგარეო ვალი, შემცირდება ჩვენი ვალი 51,1%-მდე. ნაერთი ბიუჯეტი იქნება 21,8 მილიარდი ლარი. 2022 წელს დაგეგმილი გვაქვს 6%-იანი ეკონომიკური ზრდა", - პრემიერმა ბიუჯეტის დეფიციტის 4.2%-მდე შემცირებაზე განაცხადა.
2020-ში ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტმა 9%-ს გადააჭარბა , წელს, მთავრობის მოლოდინით 6.5% -მდე ჩამოვა, 2022 -ში კი 4.4% -მდე, რაც 2023 წლის
სამიზნეზე (3%) გასვლის შესაძლებლობას აჩენს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss