| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკმა მრავალწლიანი კულტურების დასაფინანსებლად ახალი აგრო პროდუქტი შექმნა, მათთვის, ვისაც თხილის, ვაშლის და ლურჯი მოცვის ბაღების გაშენება სურს.
სიახლის ფარგლებში, ჯამში 20 000-დან 500 000 ლარამდე მოცულობის ფინანსური რესურსის ათვისება იქნება შესაძლებელი. აღნიშნულიტრანშებად, მიზნობრიობის დადასტურების შემდეგ.
მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელი მხოლოდ მოსავლის მიღების შემდგომ დაიწყებს გადახდას. ეს საგრძნობლად შეუწყობს ხელს ბიზნესის სტაბილურ განვითარებას და საწყის ეტაპთან დაკავშირებული გამოწვევების გადალახვას. გარდა ამისა, მეტი კომფორტისთვის, შესაძლებელი იქნება დამატებით 60 თვემდე საშეღავათო პერიოდით სარგებლობა.
იმისთვის, რომ შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობა შეძლოთ, უნდა გქონდეთ აგრო მიმართულების სფეროში (მეხილეობა, მემცენარეობა) 2 წლიანი გამოცდილება ან გყავდეთ კვალიფიციური აგრონომი/კონსულტანტი.
მომხმარებლები ინდივიდუალური დაფარვის გრაფიკითა და თანამონაწილეობის კომპონენტით შეძლებენ სარგებლობას. თანამონაწილეობისას შესაძლებელია გათვალისწინებული იყოს მიწის ნაკვეთი, რომელზეც ინვესტიცია ხორციელდება. ვრცლად პროდუქტისა და თანამონაწილეობის სქემის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3p4c7xA
„საქართველოს ბანკი კვლავ აგრძელებს აგროსექტორის მხარდამჭერი პროექტებისა და ინიციატივების განხორციელებას. ამჯერად მომხმარებელს მრავალწლიანი კულტურების დასაფინანსებლად ახალ პროდუქტს ვთავაზობთ. შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში მომხმარებელი გადახდას მხოლოდ პირველი მოსავლის მიღების შემდეგ დაიწყებს და ექნება შესაძლებლობა ისარგებლოს 60 თვემდე საშეღავათო პერიოდით, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ბიზნესის საწყის ეტაპზე განვითარებას. ამასთან, მომხმარებელი მისთვის ხელსაყრელი დაფარვის გრაფიკით ისარგებლებს და რაც მთავარია, გარდა ფინანსური მხარდაჭერისა, ბანკი მას ბიზნესის გასავითარებლად მნიშვნელოვან ცოდნას და ექსპერტების გამოცდილებასაც გაუზიარებს. ჩვენი მიზანია, მეტ ადამიანს შევუწყოთ ხელი საკუთარი აგრო საქმიანობის წამოწყებაში და მის შემდგომ განვითარებაში“, - განაცხადა საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, მერაბ ახვლედიანმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss