| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 3000 IT სპეციალისტის გადამზადების პროგრამა გრძელდება. ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის (GENIE) ფარგლებში.
7 -30 დეკემბრის პერიოდში საქართველოს ყველა მოქალაქეს საშუალება აქვს, დარეგისტრირდეს www.ict.gov.ge მისთვის სასურველ კურსზე: პროგრამირება, პროექტ მენეჯმენტი, Game/Mobile development, ხელოვნური ინტელექტი, დიზაინი, კიბერუსაფრთხოება, ბლოკჩეინი, ქსელები, ვირტუალიზაცია ... (სულ, 45 მიმართულება).
პროფესიული ტრენინგის გარდა, თითოეული მონაწილე გაივლის ასევე დამატებით კურსს პროდაქტ მენეჯმენტში და ფრილანსერობაში, რათა შეიძინოს საჭირო უნარები (soft skills) და შეძლოს იმუშაოს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დამკვეთებთან/კომპანიებთან. კურსების უმრავლესობა მოიცავს ასევე რეალურ პროექტებზე მუშაობას. კურსის წარმატებით დასრულების შემდგომ კი ყველა კურსდამთავრებული მიიღებს საერთაშორისო სასერთიფიკატო გამოცდის ვაუჩერს. ტრენინგები წარიმართება დისტანციურ რეჟიმში, ინგლისურ ენაზე და მას სრულად აფინანსებს სახელმწიფო.
ტრენინგებს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი IT ტრენინგ პროვაიდერი New Horizons ატარებს, Space Cad-თან და თბილისის კომუნიკაციის სკოლასთან ერთად.
I ნაკადის მიღება 2020 წლის ნოემბერში გამოცხადდა და თავდაპირველად 500-ზე მეტი IT სპეციალისტი გადამზადდა, რომელთა უმრავლესობამ (70%) შეძლო წარმატებით ჩაებარებინა საერთაშორისო სასერთიფიკატო გამოცდა და მოეპოვებინა საერთაშორისო აღიარება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss