| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - წლის
პირველ 3 კვარტალში საქართველოში 728.4 მლნ დოლარის უცხოური ინვესტიცია ჩაიდო რაც
2012 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების
მოცულობამ 2021 წლის III კვარტალში 299.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის
III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებს 1.4 პროცენტით აღემატება, თუმცა კვარტლურად ეს მაჩვენებელი
ჩამოუვარდება პანდემიამდელ 2019 წელს როდესაც მესამე კვარტალში ქვეყანაში 403 მლნ დოლარის
ინვესტიცია ჩაიდო.
წლის მესამე კვარტალში ინვესტიციების უდიდესი წილი რეივესტირებაზე მოდიოდა. კერძოდ, FDI-ში რეინვესტირების წილი 98%-ს შეადგენს. ახალ ინვესტიციებზე კი მხოლოდ 6.7 მლნ დოლარი მოდის.
2021 წლის III კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 87.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 29.1 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი - 69.3 მლნ. აშშ დოლარით (23.2 პროცენტი), ხოლო მესამეზე - დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 54.8 მლნ. აშშ დოლარით (18.3 პროცენტი).
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss