ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ბანკები სებ-ის რეგულაციას თან ელოდნენ თან არა
13 დეკემბერი, 2021, 15:02
ბანკები სებ-ის რეგულაციას თან ელოდნენ თან არა

თბილისი (GBC) –   კაპიტალის გაზრდის მოთხოვნას  ბაზარი სებ-ისგან არ ელოდა, თუმცა სისტემური ბანკების შეფასებით გადაწყვეტილება კანონზომიერი იყო.  თიბისის  CEO-მ  ბიზნესფორმულას უთხრა, რომ მოსალოდნელი არა, თუმცა გამკაცრება ლოგიკური იყო. ბანკების ლობი კი  იმედოვნებს, რომ  სებ-ი გაზაფხულისთვის სექტორს საკრედიტო აქტივობისთვის კაპიტალს ისევ გამუთავისუფლებს.

სებ-მა გადაწყვიტა დაკრედიტება სავალუტო სესხების  შეზღუდვით მოეთოკა.  სავალუტო იპოთეკის ვადა დაამოკლა და კაპიტალის მოთხოვნა გაზარდა დოლარიზებულ პორტფელიანი ბანკებისთვის (არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკის ბუფერის დათვლის მეთოდი შეიცვალა, როგორც სებ-ის პრეზიდენტმა  მპკ-ის შემდეგ განაცხადა).  სებ-მა რამდენიმე ინსტრუმნენტიდან, მათ შორის სარეზერვო მოთხოვნის  გაზრდას ეს ამჯობინა, ისე ინსტრუმენტები მთავრობასაც აქვს, მხოლოდ დეფიციტის გაზრდა კი არ არის მისი პრეროგატივა. შეეძლო  ₾200 000 ზღვარი აეწია,  გარკვეულ ზღვარს ქვემოთ შემოსავლიანი მსესხებლისთვის.


შეგახსენებთ,  სავალუტო დაკრედიტება ₾200 000-მდე შეზღუდულია 2019 წლის იანვრიდან. ₾100 000  ზღვარი მამუკა  ბახტაძის ფინანსთა მინისტრობისას დაწესდა  და სამოქალაქო კოდექსში 12/2018-ის +₾100 000 მორიგი ცვლილებით, მაჭავარიანის მინისტრობისას ამოქმედდა.

1 იანვრიდან უცხოურ ვალუტაში იპოთეკა 10-15 წლის ვადით აღარ გაიცემა.  სებ-ის ინტერაქტიული სტატისტიკით,  10-15 წლიანი  სავალუტო იპოთეკის პორტფელი 1 ნოემბრისთვის  6 მლრდ ლარის ექვივალენტია, როცა  ეროვნულ ვალუტაში 3.3 მლრდ ლარს არ  აღემატება ( სებ-ის ინტერაქტიული სტატისტიკით).


სულ უზრუნველყოფილი ( უძრავი და სხვა ქონებით ) სესების პორტფელის 9 მლრდ ლარია, მათ შორის  5-10 წლიანი სესხების ნაშთი - 1.7 მლრდ ლარია დ აქედან , უცხოურ ვალუტაში 710 მლნ ლარის (42%).


ისე ბანკების  იპოთეკურ პორტფელის გაჯანსაღების  ტენდენცია შეინიშნება. პრობლემური სესხების წილი მცირდება. 1 ნოემბრისთვის, აშშ დოლარში 5.8%-მდეა შემცირებული. აპრილში კოეფიციენტი 9.6% აღწევდა.


სებ-ის სტატისტიკით, ლარში ასეთი შთამბეჭდავი კლება არ არის. პრობლემური სესხების წილი 2.5%-მდეა შემცირებული (04/2021 – 4%)

ევროს პორტფელი კი გაჯანსაღებულია.  სავალუტო მსესხებლებმა გადახდები განაახლეს. გაპრობლემებული სესხების წილი 5%-მდეა შემცირებული (04/2021 – 11%). კოეფიციენტი პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდა.

უმოქმედო სესხების წილი (%) /მოცულობა (₾) ვალუტის ჭრილში

აშშ დოლარი

ევრო

01.11.2021

2,5%

5,8%

5,0%

01.05.2021

4,0%

9,6%

10,8%

01.11.2018

1,7%

3.7%

0.4%

აშშ დოლარი

ევრო

01.11.2021

95 590 478

154 305 560

98 222 372

01.05.2021

139 212 756

265 860 068

230 842 257

01.11.2018

18 451 619

118 574 148

3 117 891

 

წყარო: სებ-ი

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები