ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ლიბერთის პედაგოგებისთვის სპეცგანვადება აქვს
13 დეკემბერი, 2021, 17:20
ლიბერთის პედაგოგებისთვის სპეცგანვადება აქვს

თბილისი (GBC) - ლიბერთი აცხადებს, რომ  ახალი სტრატეგიის ფარგლებში განათლების   მხარდაჭერას  და მასწავლებლებზე ზრუნვას განაგრძობს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ლიბერთის შორის მასწავლებლებისა და მოსწავლეების მხარდაჭერის მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ და ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა მოაწერეს.

მემორანდუმი მხარეებს შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობას გულისხმობს, მათ შორის, მასწავლებელთა და მოსწავლეთა მხარდამჭერი პროექტების განხორციელებას. კერძოდ, დოკუმენტი ითვალისწინებს საქართველოს სკოლების დამატებითი საგანმანათლებლო რესურსებით უზრუნველყოფას, წარჩინებული მოსწავლეების წამახალისებელი პროგრამების განხორციელებასა და საქართველოს სკოლებში დასაქმებული ადამიანებისთვის მათზე მორგებული, ხელსაყრელი საბანკო პროდუქტების შეთავაზებას.

ხელისმოწერის ღონისძიებაზე ეკატერინე დგებუაძემ მადლობა გადაუხადა ლიბერთის წარმომადგენლობას მასწავლებლებისა და მოსწავლეების ხელშეწყობის მიზნით სამინისტროსთან თანამშრომლობის გაძლიერებისთვის. მისი თქმით, პანდემიის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სკოლებისთვის მხარდამჭერი პროგრამების განხორციელება და სასკოლო პერსონალისთვის საინტერესო და სასარგებლო პროექტების შეთავაზება. როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, მისასალმებელია ლიბერთის ინიციატივა, რომელიც სკოლებში საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების  ხელშეწყობასთან ერთად პედაგოგებისთვის მათზე მორგებული, ხელსაყრელი საბანკო პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზებასაც გულისხმობს.

ლიბერთის დირექტორმა ბანკისთვის განათლების პრიორიტეტულობაზე განაცხადა, მათ შორის მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის მხარდაჭერაზე, ბანკის  ახალი სტრატეგიისა და სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის  ფარგლებში.  შესაბამისად, ორგანიზაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთვება სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტის განხორციელების პროცესში. ამასთან, ლიბერთი მასწავლებლებს შესთავაზებს განსაკუთრებულ საბანკო პროდუქტებსა და სერვისებს. მათ შორის, სპეციალურ განვადებას, საკრედიტო ბარათების ახალ სერიასა და მასწავლებლის ბარათს შესაბამისი პირობებით. საკრედიტო ბარათი მასწავლებლებისთვის ხელმისაწვდომი უკვე 15 დეკემბრიდან  იქნება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები