ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
პრემიერს სტოლტენბერგი ნატოს შტაბბინაში მიიღებს
14 დეკემბერი, 2021, 11:00
პრემიერს სტოლტენბერგი ნატოს შტაბბინაში მიიღებს

თბილისი (GBC) - 2021 წლის 15 დეკემბერს, ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, ნატოს შტაბ-ბინაში საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მიიღებს.

 

 ნატო-ს პრესსამსახურის ცნობით, ნატო-ს გენერალური მდივანი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრის შემდეგ პრესისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი 15 დეკემბრის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტშიც მიიღებს მონაწილეობას.

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში შეხვდა, სადაც ნატოს თავდაცვის მინისტერიალი მიმდინარეობს. იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანამ უმასპინძლა.

 

თავდაცვის მინისტრმა ნატოს წარმომადგენლებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიანსში გაწევრიანებისკენ სწრაფვა შეუქცევადი პროცესია და ამ მიზნის მისაღწევად საქართველო ალიანსთან თანამშრომლობის ყველა პრაქტიკულ მექანიზმს წარმატებით იყენებს. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განახლების პროცესზე, თავდაცვის ტრანსფორმაციის ფარგლებში მიღწეულ პროგრესსა და საქართველოს როლზე შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველო წარმატებული მაგალითია ნატოში ინტეგრაციის გზაზე და ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს კონტრიბუცია საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები