| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 2020 წლის პირველი
ივნისიდან 2021 წლის 30 სექტემბრამდე სახელმწიფო უწყებებმა სატრანსპორტო საქონლის და
მომსახურების შესყიდვის მიზნით 6,200-მდე კონტრაქტი გააფორმეს გამარტივებული გზით.
აღნიშნული კონტრაქტების ჯამური ღირებულება 43 მლნ ლარამდეა. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევის მიხედვით, ამ მხრივ ყველაზე მეტი თანხა „თბილისის
სატრანსპორტო კომპანიამ“ (16.2 მლნ ლარი) და „ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ
“(4.3 მლნ ლარი) დახარჯეს.
გამარტივებული
შესყიდვის გზით გაფორმებული 43 მლნ ლარის კონტრაქტებიდან დაახლოებით 50% - 21.3 მლნ
ლარის ღირებულების კონტრაქტები პარტია „ქართული ოცნების“ და სალომე ზურაბიშვილის შემომწირველების
კომპანიებზე მოდის. ეს 21.3 მლნ ლარი 27 კომპანიაზე და 2 ფიზიკურ პირზე ნაწილდება, რომლებმაც
2013-2021 წლებში „ქართულ ოცნებას“ ჯამში 953 ათასი ლარი შესწირეს. ამ თანხის დაახლოებით
ნახევარი მათ სახელისუფლო პარტიას პანდემიის
დაწყების შემდეგ შესწირეს.
„გამარტივებული შესყიდვის გზით სახელისუფლო პარტიის შემომწირველებთან
კონტრაქტების გაფორმება კორუფციულ გარიგებებზე აჩენს ეჭვს. კორუფციის ნიშნების შემცველი სახელმწიფო
შესყიდვების კონტრაქტებით საგამოძიებო უწყებები უფრო მეტად უნდა ინტერესდებოდნენ; სატრანსპორტო საქონლის და მომსახურების
შესყიდვის დროს გამარტივებული შესყიდვით კონტრაქტების დადება მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს,
თუ ეს არ ეხება კონკრეტული კომპანიისგან შეძენილი სატრანსპორტო საშუალებების შემდგომ
მომსახურებას“, - განმარტავენ TI-ში.
სატრანსპორტო საქონლის და მომსახურების მიწოდებისთვის
ყველაზე მეტი ჯამური ღირებულების კონტრაქტები
- 17 მლნ ლარამდე შპს „თეგეტა მოტორსმა“ მიიღო. შემდეგ მოდის შპს „ჯორჯიან ბას“
3.5 მლნ ლარით და შპს „ჯი-თი გრუპი“ 1.5 მლნ ლარით. კონტრაქტების ღირებულების მიხედვით,
ყველაზე მსხვილი მიმწოდებლებიდან 5 მმართველი პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული
საქართველოს“ („ქართული ოცნება”) შემომწირველი კომპანიაა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss