ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
Jazeera Airways-ი სიხშირეს ზრდის
14 დეკემბერი, 2021, 17:19
Jazeera Airways-ი სიხშირეს ზრდის

თბილისი (GBC) - ქუვეითური  Jazeera Airways-ი (დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია) საქართველოს მიმართულებით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლის სიხშირეს ზრდის. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანიის მიერ წარმოდგენილი ფრენების განაცხადის შესაბამისად, 2022 წლის 1 იანვრიდან 26 მარტის ჩათვლით, ელ ქუვეითი - თბილისი - ელ ქუვეითის საჰაერო ხაზზე დამატებითი რეგულარული ფრენები შესრულდება ყოველ ორშაბათს და შაბათს. ჯამში, მიმდინარე ზამთრის სანავიგაციო სეზონზე, Jazeera Airways-ი საქართველოს მიმართულებით ფრენებს კვირაში 5 სიხშირით განახორციელებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, Jazeera Airways-ს გაზრდილი სიხშირით ოპერირების ნებართვა უკვე მიენიჭა.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, გადამყვანი ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები