ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
რატომ არის საქართველოში სხვა ქვეყნებზე მაღალი ინფლაცია
16 დეკემბერი, 2021, 14:27
რატომ არის საქართველოში სხვა ქვეყნებზე მაღალი ინფლაცია

თბილისი (GBC)რატომ არის საქართველოში სხვა ქვეყნებზე მაღალი, 12.5% ინფლაცია, - სებ-ის პრეზიდენტმა პარლამენტში დეპუტატების დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა: იმიტომ არის, რომ შოკის ხასიათი განსხვავებულია.  ტურიზმზე დამოკიდებულ ქვეყანას მობილობამ დაარტყა და $3 მლრდ დააკლდა. სხვა ქვეყნებში უფრო  ნაკლები იმიტომ არის, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ნაკლებად გაუუარესდა. მაგ: სომხეთს გაუუმჯობესდა კიდეც. სებ-ის პრეზისდენტმა პანდემიურ წლის სუბისდირების დროებითი პროგრამების მოქმედების გავლენაზეც აღნიშნა. მოიხმო  სხვა ქვეყნების ინფლაციაც,  11/2021-ის მდგომარეობით:  აზერბაიჯანის, სომხეთის, მოლდოვას, ყაზახეთის, ლიეტუვას და ესტონეთის: 10%, 9.6%; 12.4%; 8.9%; 9.2%; 8.8% 

კობა გვენეტაძეს დეპუტატებისთვის ინფლაციის განმარტება მოუწია, რომ ის ფასების საშ ზრდაა, რომელსაც სტატისტიკის სამსახური ეროვნული ანგარიშების მიხედვით 308 საკალათე პროდუქტის მონაცემებით ითვლის.

სებ-ის პრეზიდენტმა ერთ-ერთ დეპუტატს აუხსნა, რატომ მიირთმევს ხინკალს უფრო ძვირად. იმიტომ რომ ფქვილი გაძვირდა და ხორბლის ტრანპორტირებაც.

გვენეტაძემ ფასების სტაბილურობის 2 მახასიათებელზე გაამახვილა ყურადღება: ყოვლისმომცველობა და განგრძობითობა. და სებ-ი, ასევე სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მიიჩნევენ, რომ განგრძობითობა არ არის, ინფლაცია შემცირდება. "ჩვენ  მარტო არ ვართ ამ შეფასებებში. ის ორგანიზაციებიც, რომლებსაც ჭკუა მოეკითხება  ასე მიიჩნევენ. ინფლაცია გაზაფხულიდან შემცირდება".  დეკემბერ-იანვარ-თებერვალში 12.%-ზე მაღალი  ინფლაციაა მოსალოდნელი, შარშანდელი სუბსიდიის გამო, ასევე ემატება  + 1.3%, შეცვლილი სტატისტიკური მეთოდოლოგიის წილად. 2022-ში 7.2% წლიური ინფლაციაა მოსალოდნელი. 

ლარების ბეჭდვის ეთიკურობაზე გირჩს სებ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ დღევანდელ მონეტარულ სისტემაში ფულის შექმნის მექანიზმი სხვანაირია, სესხის აღების სანაცვლოდ ხდება. შესაძლოა ბიუჯეტიდან გამოიყოს ან კომერციულმა ბანკებმა გასცეს. რატომ შეწყდა ზარაფხანაში მონეტების  მოჭრა, ამაზე პასუხი არ გააჩნია. 


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები