| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – სავალუტო იპოთეკის ვადის 15-10 წლამდე შემცირების სებ-ის არგუმენტები დეპუტატებისთვის გაუგებარი დარჩა. თუმცა არც ბაზარი იზიარებს სრულად.
სებ-ის პრეზიდენტმა იპოთეკის ვადის დამოკლება რამდენიმე ფაქტორით ახსნა, მათ შორის ერთი გლობალურია, რომ საერთაშორისო ბაზარზე სასესხო განაკვეთები მინიმალურია და კანონზომიერად მოყვება განაკვეთების აწევა. თუმცა როდის, არავის შეუძლია პროგნოზი. ეს პანდემიის გაურკვევლობაზე უფრო ბუნდოვანია. კურსის რყევა კი უფრო პროგნოზირებადია. შესაბამისად უფრო რეალურად აჩენს გაძვირების და შემდეგ გაპრობელემების რისკს, რაზეც სებ-ის პრეზიდენტს ყურადღება არ გაუმახველებია
კობა გვენეტაძის მე-2 არგუმენტია სავალუტო მსესხებლის დაზღვევა, რომელთა უმეტესობა არაჰეჯირებულია. თუ იპოთეკა დამოკლევადიანდება გაჩნდება რესტრუქტურიზაციის ლუფტი - გაპრობლობლემების შემთხვევაში დაგრძელების შესაძლებლობა. სებ-ის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ სავალუტო იპოთეკის 10 %-მდე (Y.Y) ზრდა უძრავი ქონების ბაზრის მდგრადობას დაეუმუქრება.
ვადის დამოკლება დააჩქარებს ამორტიზაციას და საკრედიტო რისკებს შეამცირებს.
სებ-ის პრეზიდენტმა რეგულაციის მიზანშეწონილობისთვის მოიხმო პანდემიაშის რესტრქტურიზაციის სტატისტიკა. რესტრუქტურიზება ევროს იპოთეკის 30%-ს, აშშ დოლარის 20%-ს და ლარის მხოლოდ 7-8%-ს დასჭირდა.
სავალუტო იპოთეკურ სესხებში, რომ გაფუჭების წილი უფრო მაღალია ვიდრე ლარში, სებ-ის პრეზიდენტს ბაზარი არ ეთანხმება და სებისვე სტატისტიკა იხმობს.
იპოთეკურ პორტფელში პრობლემური სესხების წილი მცირდება. 1 ნოემბრისთვის, აშშ დოლარში 5.8%-მდეა შემცირებული. აპრილში კოეფიციენტი 9.6% აღწევდა. სებ-ის სტატისტიკით, ლარში ასეთი შთამბეჭდავი კლება არ არის. პრობლემური სესხების წილი 2.5%-მდეა შემცირებული (04/2021 – 4%)
ევროს პორტფელიც გაჯანსაღებულია. გაფუჭების წილი 5%-მდეა შემცირებული (04/2021 – 11%). აშშ დოლარში კი კოეფიციენტი პანდემიამდელ ნიშნულს უახლოვდება.
უმოქმედო სესხების წილი (%) /მოცულობა (₾) ვალუტის ჭრილში
| ₾ | აშშ დოლარი | ევრო |
01.11.2021 | 2,5% | 5,8% | 5,0% |
01.05.2021 | 4,0% | 9,6% | 10,8% |
01.11.2019 | 1,4% | 5,0% | 1,4% |
| | | |
01.11.2021 | 95 590 478 | 154 305 560 | 98 222 372 |
01.05.2021 | 139 212 756 | 265 860 068 | 230 842 257 |
01.11.2019 | 29 526 905 | 144 597 351 | 17 737158 |
1 ნოემბრისთვის სულ, იპოთეკური სესხების მოცულობა 9 მლრდ ლარია (01.10.2021 - ₾8.8 მლრდ). 4.8 მლრდ ლარის უცხოურ ვალუტაში, 4.2 მლრდ ლარამდე ლარში.
10-15 წლიანი სავალუტო იპოთეკის წლიური ზრდა ბოლო საანგარიშო თვეში 3%პ-ით არის დაჩქარებული, ლარში კი 4%პ-ით შემცირებული.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss