| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ფასიანი ქაღალდების ბაზრის
შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სალიცენზიო მოთხოვნების დარღვევის გამო, საქართველოს
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით, შპს
"ეროვნულ რეესტრს“ 2021 წლის
21 დეკემბრიდან ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზია გაუუქმდება.
ემიტენტები, რომელთა ფასიანი ქაღალდების რეესტრსაც შპს "ეროვნული რეესტრი“ აწარმოებდა, ვალდებულნი არიან
უზრუნველყონ ახალი რეგისტრატორის შერჩევა და
მასთან ხელშეკრულების ამოქმედება არაუგვიანეს წინა
ხელშეკრულების მოშლის დღისა,
ხოლო შპს "ეროვნული რეესტრი“ ვალდებულია ფასიანი ქაღალდების რეესტრი და
სათანადო დოკუმენტაცია გადასცეს ემიტენტს ან
ემიტენტის მიერ შერჩეულ
ახალ რეგისტრატორს. აღნიშნული პროცესი უნდა დასრულდეს
არაუგვიანეს მიმდინარე წლის
20 დეკემბრისა.
2021 წლის
18 ნოემბრის მდგომარეობით სს “კავკასრეესტრი“, სს “საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი“ და სს “სი
ეს არ” უფლებამოსილნი არიან განახორციელონ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის საქმიანობა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss