| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - წლის პირველ
11 თვეში საქართველოში 1.4 მილიონი ტურისტი ჩამოვიდა. ეს მაჩვენებელი კი პანდემიამდელ
მონაცემს კვლავ მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება. კერძოდ, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში
ქვეყანას 7 მილიონ ტურისტზე ემტი სტუმრობდა. კლება ორწლიან პერიოდში კვლავ 80%-ს აღწევს
და ამ დროისთვის დარგი მხოლოდ 20%-ით დაუბრუნდა პანდემიამდელ მდგომარეობას.
გასულ თვეს
საქართველოს 151 ათასი ტურისტი ეწვია, მათ ქვეყანაში 111 მლნ დოლარი დახარჯეს. ჯამში
კი წლის 11 თვეში ქვეყანამ ტურიზმიდან 1.1 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო, მაშინ როცა
პანდემიამდე ეს მაჩვენებელი 2.5 მილიარდს აჭარბებდა.
საქართველოში
ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა რეკორდულ მაჩვენებელს 2019 წელს მიაღწია. მიუხედავად
რუსეთის მიერ დაწესებული ავიაემბარგოსი, რამაც იმ დროს ტურიზმის დარგს დარტყმა მიაყენა,
პანდემიამდელ წელს ქვეყანამ ტურიზმიდან 3.2 მილიარდ დოლარზე მეტის შემოსავალი მიიღო.
როგორც
ჩანს ამ ეტაპზე ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები უფრო სწრაფ აღდგენას აჩვენებს, ვიდრე
ტურისტების რაოდენობა, რადგან შემოსავლები თითქმის 30%-ით აღდგა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss