ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ბიზნეს ქეისების კონკურსის გამარჯვებული Tenerequerte-ია
21 დეკემბერი, 2021, 16:55
ბიზნეს ქეისების კონკურსის გამარჯვებული Tenerequerte-ია

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკისა და TBSC Consulting-ის ურთიერთთანამშრომლობით განხორციელებული ბიზნეს ქეისების კონკურსი წარმატებით დასრულდა. კონკურსის მიზანს ჰარვარდის რეალურ ბიზნესქეისებზე მუშაობის შედეგად, სტუდენტებში კრიტიკული აზროვნების და გადაწყვეტილებების მიღების უნარის განვითარება წარმოადგენდა.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ქართველი სტუდენტებისგან შემდგარი 100-ზე მეტი გუნდი დარეგისტირდა. დასკვნით ეტაპზე კი, 7 ფინალისტ გუნდს შორის 3 გამარჯვებული გმოვლინდა. პირველი ადგილი თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდმა, “Tenerequerte“- დაიკავა, მეორე - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა Goal Diggers, ხოლო მესამე ადგილი თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდStrategists“- ხვდა წილად. გამარჯვებულებს 11,000, 6,000 და 3,000 ლარის მოცულობის ფულადი პრიზები გადაეცათ.

გარდა ამისა, პროექტის ორგანიზატორების რჩეულ გუნდს, „Omega-ს, ჩართულობის და შრომის დასაფასებლად ProducersAward გადაეცემა.

კონკურსის თითოეულ ეტაპზე გუნდებმა ჰარვარდის ბიზნეს ქეისებზე იმუშავეს და პრეზენტაციების საფუძველზე, ჟიურის მიერ შეფასდნენ. ჟიურის წევრებს შორის კი მაღალი საფეხურის მენეჯერები იყვნენ ისეთი ორგანიზაციებიდან, როგორიცაა:  Amazon, PWC, EBRD, Grant Thornton, Business & Finance Consulting, GmbH, Caucasus Road Project, Galt & Taggart, Europe Foundation, European Business Association Georgia და სხვა.

„საქართველოს ბანკის ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანი განათლების მხარდაჭერა და  ახალგაზრდების განვითარებისთვის მეტი შესაძლებლობის შექმნაა. მოხარული ვართ, რომ პარტნიორობის ფარგლებში მოგვეცა შესაძლებლობა ჩვენი წვლილი შეგვეტანა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სტუდენტური კონკურსის განხორციელებაში, რომელიც მონაწილეებს როგორც კრიტიკული აზროვნების განვითარებაში, ასევე რეალურ ქეისებზე დაყრდნობით პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში ეხმარება. გვინდა მივულოცოთ გამარჯვებულებს და ვუსურვოთ წარმატება მომავალ საქმიანობაში. ჩვენ აქ არ ვჩერდებით; TBSC Consulting-თან ერთად,  წინ ძალიან საინტერესო გეგმები გვაქვს, რათა კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას მივცეთ  სტიმული, არ გაჩერდნენ და გააგრძელონ განვითარება“, –  განაცხადა „საქართველოს ბანკის“ CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა.

„საქართველოს ბიზნესქეისების კონკურსი 2021“ საქართველოში აშშ-ის საელჩოს თანადაფინანსებით განხორციელდა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები