| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - Galt & Taggart-ის პროგნოზით 2022 წლის მარტში ინფლაცია დაიწყებს შემცირებას და 2022 წლის მეორე ნახევრიდან, რეფინანსირების განაკვეთის შემცირებისთვის 2 პროცენტული პუნქტით, შესაბამისი რესურსი გაჩნდება.
Galt & Taggart -ის პროგნოზით, საშუალო ინფლაცია 2022 წელს 4.1%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც, სების პროგნოზი შედარებით პესიმისტურია და მათი მოლოდინი 7.1%-ია.
სავარაუდოა, რომ მარეგულირებელი გამკაცრებული მონეტარული პოლიტკის გაგრძელებას გეგმავს, მანამ სანამ ინფლაცია არ შემცირდება და ეს სავარაუდოდ 2022 წლის გაზაფხულზე მოხდება.
ამავე დროს, G&T აღნიშნავს, რომ 2021 წლის მონეტარული პოლიტიკის და უცხოურ ვალუტაში სესხზე რეგულაციების გამკაცრება ეფექტს 2022 წელს გამოიღებს, რაც თავის მხრივ დაკრედიტების ზრდას 11-13 % მდე შენელებს.
მათივე თქმით, საბაზო ინფლაციამ ბოლო 3 თვეში ზღვრული კლება დააფიქსირა და ნოემბერში 6.1%-ს მიაღწია, რაც მიუთითებს ფასების ზრდის დროებით ხასიათზე, შეზღუდული, მეორადი ფაქტორების გათვალისწინებით.
სებ-მა 8 დეკემბრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ული პუნქტით 10.5%-მდე გაზარდა. სებ-ი ინფლაციას საგარეო ფაქტორებს უკავშირებს და აცხადებს, რომ ინფლაცია გამოწვეულია მონეტარული პოლიტიკის მიღმა ფაქტორებით. სებ-ის განცხადებით მთლიან ინფლაციაში 9% გამოწვეულია ეგზოგენური ფაქტორებით.
2021 წლის ბოლოს G&T მშპ-ს ზრდას 10.5%-ის ფარგლებში ელის, ხოლო 2022 წელს 5%-ს.
G&T -ის განცხადებით, სურსათისა და ენერგიის გლობალური ინფლაცია, კომუნალური მომსახურების უფრო მაღალი ტარიფები, ლარის გაუფასურება და ადგილობრივი მოთხოვნის ზრდა იყო საქართველოში ინფლაციის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი, რომელიც ნოემბერში 12.5%-ს შეადგენდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss