ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
G&T მომდევნო წელს ლარის 3-3.15-იან წონასწორობას ელის
მარიამ მინაძე
22 დეკემბერი, 2021, 19:42
G&T მომდევნო წელს ლარის 3-3.15-იან წონასწორობას ელის

თბილისი (GBC) – Galt&Taggart-ის განცხადებით, ლარი სტაბილური დარჩა 2021 წლის მაისიდან და 2H21-ში 3.1-3.2-ის ფარგლებში ივაჭრებოდა დოლართან მიმართებით, რასაც მხარს უჭერდა მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, გაუმჯობესებული ფუნდამენტური საფუძვლები (ძლიერი ზრდა, შემცირებული მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი) და უცხოური ვალუტის ინტერვენციები აგვისტოსა და სექტემბერში წინასაარჩევნო ერთჯერადი წნეხის აღმოსაფხვრელად.

G&T ტურიზმის ეტაპობრივ აღდგენას ხედავს, როგორც მნიშვნელოვან კომპონენტს ლარის სტაბილურობისთვის 2021 წელს. აღნიშნავს, რომ ბოლოდროინდელი ლირის გაუფასურება არ ახდენს გავლენას ლარზე, წინა ეპიზოდების საპირისპიროდ, როდესაც ლირამ ლარის გაუფასურება  გამოიწვია მოლოდინების არხით.

საინვესტიციო ბანკი აცხადებს, რომ ზოგადად, თურქეთიდან გარე ნაკადების ცვლილებას მნიშვნელოვანი გავლენა არ აქვს საქართველოზე და თუ ზემოქმედება არის, უმეტესად ხანმოკლეა.

აღნიშნავს, რომ ლირის გავლენა ლარზე სავაჭრო არხის მეშვეობით მცირეა - მათი შეფასებით, ლირის 10%-იანი გაუფასურება აშშ დოლართან მიმართებაში ლარის 1.2%-ით გაუფასურებას იწვევს მოკლევადიან პერიოდში (ერთ წლამდე) და შემდეგ შეიძლება სხვა ფაქტორებმა გააძლიეროს ან შეასუსტოს ეს გავლენა.

მათივე თქმით, ამჯერად, არსებობს ფაქტორები, რომლებიც ანეიტრალებს ლირის გაუფასურების გავლენას. კერძოდ, სტაბილური რეგიონალური ვალუტები, ლარის მაღალი კურსი, საგარეო შემოსავლების მუდმივი აღდგენა და მდუმარე უარყოფითი მოლოდინები. თუმცა, თუ ბაზრის მოლოდინები შეიცვლება, შესაძლოა მოკლევადიან პერსპექტივაში ლარზე გარკვეული გავლენა დავინახოთ.

G&T ლარის გამყარების პოტენციალს 2022 წლიდან ხედავს, 3-3.15-ის ფარგლებში დოლართან მიმართებით, ტურიზმის მუდმივი აღდგენის პირობებში. თუმცა, მათივე თქმით, არსებობს რისკები, რომლებიც დაკავშირებულია პანდემიასთან, საშინაო და რეგიონულ პოლიტიკურ არასტაბილურობასთან.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები