ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საახალწლო ატრაქციონები იხსნება
24 დეკემბერი, 2021, 14:28
საახალწლო  ატრაქციონები იხსნება

თბილისი (GBC) - „საახალწლო სოფელი“ ორბელიანის მოედანზე, 9 აპრილის ბაღში, ასევე მშრალი ხიდის ტერიტორიასა და დედაენის ბაღში დღეს საღამოს გაიხსნება.

 

„საახალწლო სოფელში“  14 იანვრის ჩათვლით, ყოველდღიურად სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები გაიმართება.  განთავსდება მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციები, ინსტალაციები, სინთეტიკური ყინულის მოედანი, ღია კინოთეატრი, გიგანტური ზღაპრის წიგნი და მეზღაპრე, საახალწლო ბაზრობა, კვების ობიექტები, ტკბილეულის ფესტივალი, საბავშვო ატრაქციონები, დეკორირებული ნაძვის ხე და თოვლის ბაბუის სახლი.

 

დღის საათებში საახალწლო სოფელში პატარებისთვის მოეწყობა გიგანტური სანტას მსვლელობა და საბავშვო გასართობი შოუკონცერტები, საღამოს კი უფროსებისთვის საესტრადო შემსრულებლების, მუსიკალური ბენდებისა და ელექტრონული მუსიკის წარმოდგენები გაიმართება.

 

საახალწლო სოფელი 14 იანვარს დიდი მუსიკალური შოუთი დაიხურება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები