ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საპარტნიორო ფონდის 2020-ის კონსოლიდირებული საოპერაციო მოგება 213 მლნ ლარია
27 დეკემბერი, 2021, 14:15
საპარტნიორო  ფონდის 2020-ის კონსოლიდირებული საოპერაციო მოგება 213 მლნ ლარია

KPMG-იმ  „საპარტნიორო ფონდის“ 2020 წლის  ფინანსური აუდიტი  დაასრულა, დასკვნის თანახმად, „საპარტნიორო ფონდის“ კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, ფონდის შემოსავლები 16%-ით გაიზარდა და 1.5 მილიარდი ლარი შეადგინა, ხოლო საოპერაციო მოგება თითქმის გაორმაგდა და 213 მილიონ ლარს გაუტოლდა.   

მიუხედავად საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციით „საპარტნიორო ფონდის“ შეზღუდული  საინვესტიციო  აქტივობისა და პანდემიისა, რომელმაც ყველა ქვეყანას მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანი მიაყენა, ფონდმა 2020 წელი მოგებით დაასრულა. „საპარტნიორო  ფონდის“  წმინდა მოგებამ 3.7 მლნ ლარი, ხოლო საოპერაციო მოგებამ - 9.8 მლნ ლარი შეადგინა.    

მოგეხსენებათ, ფონდის კონსოლიდირებული ანგარიშგება გულისხმობს როგორც ფონდის, აგრეთვე - მისი შვილობილი კომპანიების „გაერთიანებულ“ ანგარიშგებას. აღსანიშნავია, რომ კურსთაშორისი სხვაობით გამოწვეული  ხარჯები რომ არა, 2020 წელს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, წმინდა მოგება 133.8 მლნ ლარი დაფიქსირდებოდა.  

შეგახსენებთ, რომ 2012 წლიდან  დღემდე ფონდის მიერ განხორციელებული პროექტების ჯამური ღირებულება $2.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც ფონდის თანამონაწილეობა $300 მილიონი აშშ დოლარია - ანუ ფონდმა შეძლო, მის მიერ საშუალოდ ინვესტირებულ 1 აშშ დოლარზე $8 აშშ დოლარის ოდენობის ადგილობრივი და უცხოური ინვესტიცია მოეზიდა. „საპარტნიორო ფონდის“ საშუალო ამონაგები ინვესტირებულ კაპიტალზე კი შეადგენს 15%-ს. ფონდის ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, ბოლო 3 წლის განმავლობაში, ფონდი ყოველწლიურად საშუალოდ 17 მლნ ლარის ინვესტიციებს ახორციელებს და დაახლოებით 20.5 მლნ ლარის უკუგებას იღებს ინვესტიციებიდან. ზემოაღნიშნული ინვესტიციები განხორციელდა ფონდის მიერ 2018 წლამდე დამტკიცებული პროექტების ფარგლებში.        

„საპარტნიორო ფონდის“ მიერ დაფინანსებულ პროექტებსა და ფონდში შემავალ სახელმწიფო შვილობილ კომპანიებში დასაქმებულია 15,000-მდე თანამშრომელი. აღსანიშნავია ისიც, რომ ფონდის პროექტებისა და მისი შვილობილი კომპანიების მეშვეობით ყოველწლიურად ბიუჯეტში 200 მლნ  ლარზე მეტი შედის.    

2019 წელი „საპარტნიორო ფონდმა“ 70.9 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა, მათ შორის, 44 მილიონი ლარი ფონდის საინვესტიციო საქმიანობიდან მიღებული წმინდა მოგება იყო.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები