ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ბიზნესის სუბსიდირების რეგიონული პროგრამა ირთვება
27 დეკემბერი, 2021, 15:31
ბიზნესის სუბსიდირების რეგიონული პროგრამა ირთვება

თბილისი (GBC) - საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, კახეთში, იმერეთში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო-სვანეთში „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა“ განხორცილდება.

პროგრამის ფარგლებში, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის  მიზნით, ახალი საწარმოების შექმნა, არსებული საწარმოების გაფართოება ან გადაიარაღება დაფინანსდება. პროგრამა გულისხმობს როგორც ძირითადი, ასევე საბრუნავი საშუალებების დაფინანსებას.

მიზნობრივი რეგიონებიდან პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილი პროექტის ჯამური ღირებულება (გასაცემი სესხის თანხა) უნდა შეადგენდეს არანაკლებ 300,000 ლარს და არაუმეტეს 1 მლნ ლარს.

სოფლის განვითარების სააგენტოს დაფინანსების მოცულობა განისაზღვრება წარდგენილი პროექტის (კომერციული ბანკის მიერ გასაცემი სესხის თანხის) ჯამური ღირებულების არაუმეტეს 60%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 600 000 ლარით, ამასთან პროექტის ჯამური ღირებულების (კომერციული ბანკის მიერ გასაცემი სესხის თანხის) არაუმეტეს 30% უნდა მოხმარდეს სესხის 24 თვის საპროცენტო განაკვეთის სრულ დაფინანსებას, ხოლო არაუმეტეს 30 % სესხის მიზნობრივად ხარჯვის დადასტურების შემდგომ გაიცემა საგრანტო დაფინანსების სახით.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტები ვერ ისარგებლებენ  პროექტით „შეღავათიანი აგროკრედიტი“ და  სააგენტოს „აწარმო საქართველოში“ პროგრამებით.

პროგრამას სოფლის განვითარების სააგენტო განახორციელებს.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები