| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - მთავრობამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული კაკლისა და ნუშის შესახებ ტექნიკური რეგლამენტები დაამტკიცა. რეგლამენტები, რომლებიც ძალაში 2022 წლის პირველი ივნისიდან შევა, ექსპორტისათვის განკუთვნილი გაუტეხავი კაკლის/კაკლის გულის და გაუტეხავი ნუშის/ნუშის გულის და ბლანშირებული ნუშის გულის რეგულირების პრინციპებს განსაზღვრას.
ტექნიკური
რეგლამენტები ასევე მოიცავს მოთხოვნებს პროდუქციის უვნებლობის და ხარისხის მიმართ, შესაბამისობის შეფასების პროცედურებს და ჰიგიენის მოთხოვნებს ბიზნესოპერატორებისთვის.
რეგლამენტებში
ცალ-ცალკე და დეტალურად არის გაწერილი მოთხოვნები გაუტეხავი კაკალისა/კაკლის გულის და გაუტეხავის ნუშის/ნუშის გულის/ბლანშირებული ნუშის გულის მიმართ.
დამტკიცებული
რეგლამენეტების
თანახმად,
ბიზნესოპერატორი,
რომლის
საქმიანობა
დაკავშირებულია
კაკლის/ნუშის წარმოებასთან, გადამუშავებასთან ან/და დისტრიბუციასთან და ექსპორტთან, ვალდებულია, დაიცვას „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი წესით“ განსაზღვრული მოთხოვნები და დანერგოს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) პრინციპებზე დაფუძნებული სისტემა, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის შესაბამისად.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss