ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ეკონომიკის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს
28 დეკემბერი, 2021, 11:27
ეკონომიკის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს

თბილისი (GBC) - რომეო მიქაუტაძე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა და ენერგეტიკის მიმართულებას უხელმძღვანელებს. მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე, 2019 წლიდან რომეო მიქაუტაძეს შპს „თბილსერვისჯგუფის“ დირექტორის პოსტი ეკავა. 

მიქაუტაძეს  ენერგეტიკის სექტორში საქმიანობის დიდი გამოცდილება აქვს. 2009 - 2019 წლებში იგი  წამყვან, ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობდა საჯარო უწყებებსა და სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილ ენერგოკომპანიებში. მათ შორის, 2017 – 18 წლებში ეკავა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, ენერგეტიკისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების შერწყმის შედეგად გაერთიანებულ სამინისტროში კი მინისტრის მოადგილის თანამდებობები.

2018 – 19 წლებში რომეო მიქაუტაძემ საქმიანობა განაგრძო საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორად, შემდეგ კი შპს „ენერგოტრანსის“ ხელმძღვანელად.

მინისტრის მოადგილეს ნამუშევარი აქვს სხვადასხვა ენერგეტიკულ კომპანიაში, მათ შორის, ისეთ ჰიდროელექტროსადგურებში, როგორიცაა „ვარციხე ჰესების კასკადი“, „ზაჰესი„, „ხრამჰესები“ „ჩხოროწყუჰესი“ და სხვ.

მას, როგორც პროექტის ხელმძღვანელს, მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდო ენერგეტიკის სექტორში განხორციელებული პროექტის -  110 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის ჯახუნდერი - მესტიის მშენებლობისთვის.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები