ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საპარტნიორო ფონდის რეფორმაზე სსფ-ს განცხადება გაუგებარია – გიორგი კაპანაძე
29 დეკემბერი, 2021, 16:29
საპარტნიორო ფონდის რეფორმაზე სსფ-ს განცხადება გაუგებარია – გიორგი კაპანაძე

თბილისი (GBC) - ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (აფბას) პრეზიდენტმა გიორგი კაპანაძემ საპარტნიორო ფონდისრეფორმირებასთან დაკავშირებით გადაცემაბიზნესპარტნიორშისტუმრობისას ისაუბრა.

ცნობილია, რომ  საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომსაქართველოს საჯარო კორპორაციების რეფორმის სტრატეგიის პროექტიმოამზადა.დოკუმენტში ჩნდება ჩანაწერი,სადაც განმარტებულია, რომსაპარტნიორო ფონდიარაკომერციულ სტრუქტურად უნდა გარდაიქმნას. ასევე აღნიშნულია, რომ ეს პროექტი გამოიწვევს ძალიან დიდ დისკუსიას და ფართო მსჯელობის საგანი გახდება.

 „მიმდინარეობსსაპარტნიორო ფონდისრესტრუქტურიზაცია,რომ მისი საქმიანობა მის არსებითად არაკომერციულ ხასიათს შეესაბამებოდეს“-აღნიშნულია სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში.

კაპანაძე აცხადებს, რომ მისთვის სავალუტო ფონდის ეს განცხადება პრაქტიკულად გაუგებარია.

საპარტნიორო ფონდის წესდებაში წერია, რომ  ფონდი უნდა იყოს კომერციული და მომგებიანი. შესაბამისად, გაუგებარია, რატომ გადაწყვიტა სავალუტო ფონდმა, ერთი ხელის მოსმით შეეცვალა  ფონდის სტრუქტურა.

20 დეკემბერს ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ ფონდი არ დაფინანსდება ბიუჯეტიდან. პირადად მეც მიმაჩნია, რომ ფონდი რომელიც მომგებიანი და მომავალშიც შეუძლია ასე გააგრძელოს საქმიანობა არ უნდა დაფინანსდეს ბიუჯეტიდან, იგივეს აცხადებენ ექსპერტები და სფეროს სპეციალისტები. გამოდის, რომ მხოლოდ საერთაშორისო სავალუტო ფონდს აქვს განსხვავებული პოზიცია.

 ეს გადაწყვეტილება არასწორი მგონია და იმედი მაქვს, რომ ეს უბრალოდ დოკუმენტში მოხვდა და ამ მიმართულებით ნაბიჯები არ გადაიდგმება. „საპარტნიორო ფონდიმომგებიანია, ახლახანს ინფორმაციაც გამოქვეყნდა და მეც აღვნიშნავ, რომ მისმა ინდივიდუალურმა მოგებამ  პანდემიურ წელს შეადგინა 3.9 მილიონი ლარი,საოპერაციო მოგებამ – 9.8 მილიონი ლარი. 2019 წელს, პანდემიამდე, ფონდის მოგება 70 მილიონი ლარი იყო.  გარდა ამისა, საინტერესოა ის, რომ ყოველ დახარჯულ 1 აშშ დოლარზე  ახერხებს 8 აშშ დოლარის ადგილობრივი და უცხოური ინვესტიცია მოიზიდოს,“-აცხადებს კაპანაძე.

აფბას პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ  „საპარტნიორო ფონდისგადაყვანა არაკომერციულ ნაწილზე არ მოხდება, რადგან საქართველო არ არის ქვეყანა, რომელიც მომგებიან ფონდს საბიუჯეტო დაფინანსებაზე გადაიყვანს.

ჩვენ არ გვაქვს იმხელა საბიუჯეტო  ხარჯები, რომ მომგებიანი ფონდი ბიუჯეტის დაფინანსების წყაროდ ვაქციოდ,“ – აცხადებს კაპანაძე.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები