| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თურქეთში ინფლაცია 20-წლიან მაქსიმუმზეა.თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტის ინფორმაციით, (წყარო: საზმაუ) 2021 წლის დეკემბერში ქვეყანაში ინფლაციის დონემ 36,08%-ს მიაღწია.
ამასთან, ეროვნული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა
ფასების ინდექსის (PPI) ზრდამ თვიურად 19,08 პროცენტი შეადგინა, ხოლო წლიურად
79,89 პროცენტი, რამაც იმპორტზე ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.
ინფლაციის გამო, ფასების ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სატრანსპორტო სექტორშია (+53,7%Y.Y), ხოლო კვების პროდუქტებზე ფასები 43,8%-ით გაიზარდა.
ინფლაციის ზრდა ლირის გაუფასურებამ განაპირობა. ექსპერტები არ ელიან, რომ თურქულმა ვალუტა ქართულსაც ჩაითრევს,
ვალუტებს შორის არსებული პოზიტიური კორელაციის გათვალისწინებით. იგულისხმება 2 ფაქტორი. მთლიან იმპორტში თურქეთის წილი და
ლარის გამყარების ტრენდი ლირასთან.
ლირა/ლარის კურსი გარკვეულ გავლენას
კი ახდენს თურქეთ-საქართველოს სავაჭრო ბალანსზე, მაგრამ აღსანიშნია, რომ თურქეთიდან იმპორტი პირველ რიგში სხვა
ქვეყნებიდან იმპორტს უწევს კონკრენციას. თურქული იმპორტი არ წაგვლეკავს. ამასთან,
სავაჭრო ბალანსი მშპ-ზრდაზეა დამოკიდებული და არა გაცვლით კურსზე.
დასუსტებული ლირა არ იწვევს საქართველოში იმპორტის მატებას. ზრდის მხოლოდ თურქული იმპორტის წილს, რითაც კონკურენციას უწევს სხვა ქვეყნებს და არა ადგილობრვ მწარმოებლებს. ექსპორტში კი, დასუსტებულ ლირასთან ლარის ბმის მიზეზები არ იკვეთება.
თურქეთის მთავრობის გატარებული ღონისძიებების შედეგად, იანვრის დასაწყისში თურქული ლირა მცირედით გამყარდა. თუმცა მოსახლეობისთვის და კომპანიებისთვის ელექტროენერგიის და გაზის გაძვირება მაინც მოუწიათ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss