| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - Galt&Taggart საქსტატის წინასწარი მონაცემებს ეხმაურება და კვირის მიმოხილვაში ეკონომიკის ანალიზს აკეთებს.
2021 წლის ნოემბერში საქართველოს რეალური მშპ-ის წლიური ზრდის ტემპი 12%-მდე დაჩქარდა წინა თვის 6.9%-იანი ზრდის შემდეგ. ამასთან მშპ 3.4%-ით არის გაზსრდილი 2019 წლის ნოემბერთან შედარებით. ნოემბერში ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის,ტრანსპორტის,ხელოვნება,გართობა,დასვენება,ვაჭრობის,სასტუმროები,რესტორნები და საფინანსო სადაზღვეო საქმიანობების დარგებში. კლებაა მხოლოდ მშენებლობის დარგში. ჯამურად,2021 წლის პორველ 11 თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა (+3.7% 2019წლის პირველ 11 თვესთან შედარებით).
Galt&Taggart საბანკო სექტორზეც საუბრობს. კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2021 წლის ნოემბერში წლიურად 10.8%-ით (-0.7% თ/თ)გაიზარდა და 41,4 მლრდ ₾ შეადგინა.ამასთან გაცვლით კურსის ეფექტის გამორიცხვით,სესხების პორთფელის წლიურმა ზრდამ ნოემბერში 16.4% შეადგინა (+1.2% თ/თ).
მიმდინარე ანგარიში: სებ-ის მიხედვით 2021 წლის 3 კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი წლიურად 35.5%-ით შემცირდა და მშპ-ის 7.2% შეადგინა(მშპ-ის 133.2% იყო 2020წლის მე-3 კვარტალში).მიმდინარე ანგარიშის ბალანსის გაუმჯობესება ძირითადად განაპირობა მომსახურების ბალანსის გაუმჯობესებამ,რასაცტურიზმის სექტორის აღდგენამ შეყწო ხელი. (ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა Q3-2021 $566 მლნ შეადგინა,რაც Q3-2019 წლის 50.2%-ია).
ამასთან Galt&Taggart აღნიშნავს,რომ მე-3 კვარტალში, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსებისმნიშვნელოვანი წყარო სხვა ინვესტიციები იყო, რომელმაც 477.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (მშპ-ის9.3%). ამასთან, წმინდა პირდაპირმა უცხოურმაინვესტიციებმა 216.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაცმშპ-ის 4.2%-ია. ჯამურად, 2021 წლის პირველ 9 თვეშიმიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა მშპ-ს 9.7% შეადგინა (12.1% იყო 2020 წლის პირველ 9 თვეში).
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss