ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
თბილისში საცხოვრებლად ყველაზე მოთხოვნადი უბნები
6 იანვარი, 2022, 12:43
თბილისში საცხოვრებლად ყველაზე მოთხოვნადი უბნები

თბილისი (GBC) - თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონები ყიდვა-გაყიდვებმა პანდემიამდელ ნიშნულს მნიშვენლოვნად გადააჭარბა - ზრდა 2021 წლის ნოემბერში, 2019 წლის ნოემბერთან შედარებით 34% იყო. ჯამში დედაქალაქში 3700 ტრანზაქცია დაფიქსირდა. TBC კაპიტალის მონაცემებით, ჯამში 2021 წლის იანვარ-ნოემბერში თბილისში 4%-ით მეტი ტრანზაქცია განხორციელდა ვიდრე 2019 წელს. 

რაც შეეხება ფასებს, საშუალო ფასი საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე 2%-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება ქირის ღირებულებას ის კვლავ ჩამორჩება პანდემიამდელ ნიშნულს, რაც ძირითადად ტურისტების ნაკლებობას ასახავს. კლება ნოემბერში 2019 წლის ნოემბერთან შედარებით 16% იყო. Airbnb-ს ბაზარი კვლავ სანახევროს არის აღდგენილი. 

უბნების მიხედვით, ყველაზე მეტად მოთხოვნა გაზრდილია დიდუბეში - 35%. 

გასული წლის ოქტომბერ-ნოემბერში თბილისში 4400-ზე მეტი ტრანზაქცია დაფიქსირდა რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს 17%-ით აღემატება. ამავე პერიოდში მოტხოვნა ყველაზე მაღალი ახალაშენებულ საცხოვრებელ ფართებზე იყო - მთლიანი ტრანზაქციების 63% სწორედ ახალაშენებულ ბინებზე მოდის. ტრადიციულად პანდემიამდეც მოთხოვნა ყველაზე მარალი ახალაშენებულ ბინებზე იყო და პანდემიამ ეს სიტუაცია ვერ შეცვალა. თუკი ძველი ბინების შემთხვევაში მოთხოვნა ძირითადად მცირე ზომის საცხოვრებლებზეა, ახალაშენებულის შემთხვევაში მოტხოვნა ყველაზე მეტად საშუალო ზომის ბინებზე ფიქსირდება. 

2021 წლის იანვარ-ნოემბერში მთლიანი ტრანზაქციები უბნების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდებოდა: საბურთალო - 18%; დიდი დიღომი - 15%; გლდანი - 13%; სამგორი - 13%; ისანი - 12%; ნაძალადევი - 8%; დიდუბე - 8%; ვაკე - 6%; კრწანისი - 3%. 

ახალაშენებული ბინები ტრადიციულად ყველაზე ძვირი ვაკეში, მთაწმინდაზე და საბურთალოზეა. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები