ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ყაზახეთის ფაქტორი ღვინის ექსპორტზე არ აისახება
გიგა თვაური
10 იანვარი, 2022, 19:10
ყაზახეთის ფაქტორი ღვინის ექსპორტზე არ აისახება

თბილისი (GBC) - 2021 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან ყაზახეთში სულ $8.9მლნ-ის 2,8 ათასი ტონა ღვინო ექსპორტირდა, რაც 73%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდზე (2020- $6,5მლნ- 2,1 ათასი ტონა).

საერთო ჯამში კი იმავე პერიოდში საქართველოდან სულ $216,4 მლნ ღირებულების 72,9 ათასი ტონა ღვინო ექსპორტირდა. ღვინის მთლიან ექსპორტში ყაზახეთის წილი 4.1%-ია.

,,თბილღვინოს’’ წარმომადგენელი, ზურაბ მარგველაშვილი აღნიშნავს, რომ ღვინის ექსპორტი ყაზახეთში კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ყაზახეთში არსებული ვითარების გამო ძნელია პროგნოზების გაკეთება, განსაკუთრებით რთული 2021 წლის გათვალისწინებით.

კომპანიებს კომუნიკაციის არხების შეფერხების გამო, ინფორმაციის მიღების პრობლემაც ექმნებათ.

მარგველაშვილი იმედს იტოვებს, რომ სიტუაცია მალე დასტაბილურდება და ქართული კომპანიები კვლავ დაუბრკოლებლად შეძლებენ პროდუქციის ექსპორტს.

ყაზახეთი საქართველოს რიგით მეცხრე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა ექსპორტის მიხედვით (2.2%-იანი წილი). ყაზახეთში ექსპორტმა გასული წლის იანვარ-ნოემბერში $84.6 მლნ შეადგინა (+89.1%/y.y).

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები