| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი
(GBC) -
ყაზახეთთან საექსპორტო
პროდუქტებში მსუბუქი ავტომობილებით ვაჭრობა ლიდერობს.
2021
წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, ყაზახეთში $19,7 მლნ-ის 1809 მსუბუქი ავტომობილი
ექსპორტირდა. მეორე ადგილზე ღუმელები და კამერებია, რომელთა ჯამურმა რაოდენობამ იმავე
პერიოდში $14,7 მლნ შეადგინა.
ექსპორტში
მესამე ადგილზე მინერალური და მტკნარი წყლებია $11,3 მლნ-ის ოდენობით. მეოთხეზე $9,3
მლნ-ის ღირებულების ცენტრიფუგები (აგრეგატები, სითხის ან აირის საფილტრავი, გასაწმენდი),
ხოლო მეხუთე ადგილი კი $8,9მლნ-ით ყურძნის ნატურალურმა ღვინოებმა დაიკავა.
რაც
შეეხება ყაზახეთიდან იმპორტს, 2021 წლის იანვარ-ნოემბერში ხუთეულში საპარსი საშუალებები
და დეოდორანტები ლიდერობს $3,5 მლნ-ით.
მეორე
ადგილზეა ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები $1,1 მლნ. იმპორტში მესამე
ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები იკავებს $1,09 მლნ-ით. მეოთხე ადგილზე $1,01 მლნ-ით
სატვირთო ავტომობილებია, ხოლო მეხუთეზე კი $0,9 მლნ-ით ტრანსფორმატორები და ელექტრული
გარდამქმნელები.
2021
წლის იანვარ-ნოემბერში ყაზახეთთან საგარეო ვაჭრობამ $103 მლნ შეადგინა, აქედან $18
მლნ იმპორტის წილია, ხოლო $85 მლნ ექსპორტის.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss