ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
წერეთელი - ჯერ ფულს ვათეთრებდი, ახლა თაღლითი გავმხდარვარ
12 იანვარი, 2022, 12:03
 წერეთელი - ჯერ ფულს ვათეთრებდი, ახლა თაღლითი გავმხდარვარ

თბილისი (GBC) - ხაზარაძე-ჯაფარიძე- წერეთლის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ავთანდილ წერეთელი აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებს.

 

როგორც წერეთელმა განაცხადა, მოსამართლისგან გამამართლებელ განაჩენს ელოდებოდა.

 

„ყველა ვარიანტში გასაჩივრდება გადაწყვეტილება. ახლა თაღლითიც გავმხდარვარ. ჯერ ფულს ვათეთრებდი, ახლა თაღლითიც გავმხდარვარ. შვიდი წელი რისთვის მომისაჯეს, თვითონ არ იციან. თურმე ვყოფილვარ თაღლითი, მომისაჯეს შვიდი წელი და ვინაიდან არის ხანდაზმული, ციხეში არ გამიშვებენ. როგორ უნდა დაგიმტკიცონ დანაშაული, ხელი არაფერზე გაქვს მოწერილი. მერე რა რომ ჩემს გაერთიანებაში შემოდიოდა, იმას თავისი დირექტორები, ბუღალტერი ჰყავს. გასაჩივრდება აუცილებლად. უნდა ვიბრძოლოთ. არ მქონდა ამის მოლოდინი, გამართლების მოლოდინი მქონდა“, – განაცხადა ავთანდილ წერეთელმა.

 

საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე ბრალდებები ფულის გათეთრების მუხლიდან თაღლითობის მუხლით გადააკვალიფიცირა, ისინი ამ მუხლით დამნაშავედ ცნო, საქმის ხანდაზმულობის გამო კი, საპატიმრო სასჯელი არ შეუფარდა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები