| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო კონსოლიდირებული ტენდერით აუქციონის გარეშე Nadroparin Calcium-ის (3 800სე ანტი-Xa/0.4მლ 0.4მლ) შესყიდვას აპირებს.
კერძოდ, 740,185 ცალი მზა შპრიცის, ერთეულის ღირებულებით, არაუმეტეს 13.9 ლარი.
წინადადებების მიღება 17 იანვარს, 1 დღით უნდა გამოცხადდეს, ხოლო შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 10.3 მლნ ლარია.
Nadroparin Calcium -ი ანტითრომბოზული და შედედების საწინააღმდეგო საშუალებაა და კოვიდის მართვაში გამოიყენება, რაც კლინიკებს უფასოდ ურიგდებათ.
ჯანდაცვის ექსპერტები კოვიდ პანდემიის მართვისთვის, უფასო მედიკამენტების არაკეთილსინდისიერ გაყიდვაზე აცხადებენ და ამბობენ, რომ ამ მხრივ კლინიკები არ კონტროლდება.
კონსოლიდირებული შესყიდვის მიხედვით,
მედიკამენტების
ვარგისიანობის ვადა მიწოდების თარიღიდან არანაკლებ 12 თვე უნდა იყოს.
მიწოდება კი განხორციელდება ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე, კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
ქ. თბილისში, ქ. ქუთაისში, ქ. ბათუმში, ქ. ზუგდიდში, ქ. თელავში და ქ. გორში მიწოდება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 2 დღის განმავლობაში, სხვა მისამართებზე მიწოდება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 დღის განმავლობაში. მაღალმთიან რეგიონებში, სეზონურობიდან გამომდინარე, რთული კლიმატური პირობებისას მიწოდება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 დღის განმავლობაში.
სატენდერო კომისიამ აღნიშნა, რომ მიზანშეწონილია 2022 წლის განმავლობაში საჭირო მედიკამენტების შესასყიდად გამოცხადდეს 183 ერთეული კონსოლიდირებული ტენდერი აუქციონების გარეშე.
ცნობისთვის, 2020 წლის Nadroparin Calcium-ის (ფრაქსიპარინი) კონსოლიდირებულ ტენდერში, რომელიც 2020 წლის იანვრიდან, 2021 წლის იანვრის ბოლომდე მოქმედებდა, გამარჯვებული ავერსი ფარმა იყო (146,200 ლარით), თუმცა შესრულება ბოლო ორ კვარტალში 85,000 ლარიდან მხოლოდ 38,760 ლარი იყო.
ავერსის საცალო ქსელში 1 შპრიცი ფრაქსიპარინის ღირებულება დღეს ფასდაკლებით 15.3 ლარია (ფასდაკლების გარეშე 20.7 ლარი). ხოლო, მაგალითად პსპ-ს ქსელში ფასდაკლებით 14.5 ლარი (ფასდაკლების გარეშე 20.1 ლარი).
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss