ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
M2 იზრდება მაგრამ ზომიერად
17 იანვარი, 2022, 12:22
M2  იზრდება მაგრამ ზომიერად

თბილისი (GBC) - თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, დეკემბრის ვაჭრობის მონაცემები შედარებით ზომიერი იყო, თუმცა მხოლოდ წინა თვის გამორჩეულად ძლიერი დინამიკის ფონზე, რადგან წლიური მაჩვენებლები კვლავ მაღალია და 2019 წელთან შედარებითაც ტენდენცია მზარდია.

 

სრული 2021 წლისთვის, წ/წ 26.9%-იანი და წ/წ 25.1%-იანი ზრდით, ექსპორტისა და იმპორტის მაჩვენებლებმა აშშ დოლარში 2019 წლის დონეს, შესაბამისად, 11.7%-ით და 5.9%-ით გადააჭარბა. დეკემბრის ვაჭრობის დეტალური და ასევე ტურიზმისა და გზავნილების მონაცემები მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდება. წინასწარი შეფასებით, ტურიზმის ეტაპობრივი აღდგენა გრძელდება, გზავნილების დინამიკა კი ძლიერ ტენდენციას ინარჩუნებს. მე-4 კვარტალში, წინა კვარტლის მსგავსად, საქონლით ვაჭრობის, ტურისტული შემოსავლებისა და ფულადი გზავნილების ბალანსი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

 

ლარის მხრივ აღსანიშნავია, რომ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ფონზე, დეკემბერში M2 ფულადი აგრეგატის ზრდა კვლავ ზომიერია. უფრო მეტიც, იმავე პერიოდის რეალური მშპ-ით შესწორების შემდეგ, ლარის ფართო ფულის მატების მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები