| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ელექტროენერგიის სუბსიდია 310 ათასზე მეტ
აბონენტზე გავრცელდება, რაც დაახლოებით დაახლოებით მილიონამდე ადამიანს მოიცავს - სემეკის
თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, სუბსიდია შეეხებათ იმ პირებს ვისი სარეიტინგო
ქულაც 150 ათასზე ნაკლებია და ეს სუბსიდია ბიუჯეტს რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაუჯდება.
„მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების
შედეგად, ელექტრო ენერგიაზე ნამატი 3.5 თეთრი დაუფინანსდებათ იმ აბონენტებს რომლებიც
სოციალურად დაუცველთა ბაზაში არიან რეგისტრირებული და 150 ათას ქულაზე ნაკლები სარეიტინგო
მაჩვენებელი აქვთ.
ბიუჯეტიდან რამდენიმე ათეული მილიონი ლარი
დაიხარჯება. 310 ათასზე მეტია მსგავსი აბონენტი, რაც ოჯახების გათვალისწინებით მილიონ
პირს აღწევს. პროექტის და შესაბამისი ტექნიკური დეტალების კომპანიებთან შეჯერებას მარეგულირებელი
უზრუნველყოფს. აბონენტები ქვითართან ერთად მიიღებენ ინფორმაციას სუბსიდიის თაობაზე“
- განმარტა ნარმანიამ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss